პროდუქტების გაძვირებას მოსახლეობა ძალიან მტკივნეულად განიცდის, თუმცა მოდის აღდგომა და დღესასწაულისთვის ყველა ოჯახი ემზადება. ყველამ ვიცით, რომ უამრავი დიასახლისი სახლში აცხობდა პასკებს. დავინტერესდით, გაძვირებული ფასების ფონზე საშუალოდ, რა დაგვიჯდება ერთი პორცია პასკის გამოცხობა და წელსაც აცხობენ თუ არა დიასახლისები სახლში. ამ კითხვებს სოციალური ქსელის ჯგუფებში "დედების სამზარეულოსა" და "თანამედროვე დედების კლუბში" გაწევრიანებულმა ქალბატონებმა უპასუხეს:
"რაც გინდა ღირდეს, არ აქვს მნიშვნელობა, აღდგომა არის ჩემი და ჩემი ოჯახის ყველაზე საყვარელი დღესასწაული, პასკას ჩემი უმცროსი შვილი საერთოდ არ ჭამს, მაგრამ სულ მეკითხებ, პასკებს როდის აცხობო? 18 წლისაა და არ ყოფილა არცერთი წელი, რომ პასკა არ გამომეცხო, ეს ისეთი ტრადიციაა ჩვენს ოჯახში, რომელიც არასოდეს დარღვეულა, ასე რომ, ფასს არ აქვს მნიშვნელობა, სულ მშიერი რომ დავრჩეთ, პასკას მაინც გამოვაცხობ, 22 წელია ვაცხობ, კორონა ვერ დამაბრკოლებს" "ბევრი ვიცი, ვისაც პასკა არ უყვარს და მხოლოდ სიმბოლურად უნდათ რომ ჰქონდეთ სუფრასთან, მათთვის იდეალური ვარიანტია რომ იყიდონ, მაგრამ ჩემთვის ყიდვა ზარალია, პასკა ისე მიყვარს, თუ დაგვრჩა საერთოდ, საყინულეში ისე კარგად ინახება, უფრო გემრიელიცაა ხოლმე. რომ არ მასუქებდეს, ყოველდღე შევჭამდი" "ისე მიყვარს და მსიამოვნებს პასკების ცხობაა ფასებს აღარ ვუყურებ, რა დაჯდებაა. ერთი დიდი რიტუალია ჩემთვის მისი ცხობა". "არაფერი რომ არ გავაკეთო, სხვა პასკას მაინც გავაკეთებ და კვერცხს შევღებავ ...60-70 ლარი ვიანგარიშე ახლა პორცია" "პასკის სურნელი აუცილებლად უნდა დატრიალდეს ჩემს ოჯახში სააღდგომოდ...ეს ტრადიციაა". "ყოველ წელს ვარიგებდი პასკებს საჩუქრად საახლობლოში და წელს ნახევარი პორციით შემოვიფარგლები სავარაუდოთ"