ბავშვის განვითარების შესახებ თემებს წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"
მათემატიკა და ლოგიკა ერთმანეთისგან განუყრელია. როგორც კი ბავშვი შეძლებს ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა საგანი და გარკვეული თვისებების მიხედვით დაახარისხოს, მათი დათვლას და გამოთვლასაც მოახერხებს. შესაბამისად, უკვე შეგიძლიათ მას პატარ-პატარა სავარჯიშოები შესთავაზოთ.
ერთი და ბევრი, ერთნაირები, ტოლები, ზევით და ქვევით, მსხვილი და წვრილი - ყველა ეს დაკონკრეტება ეხმარება ბავშვს ახალი ინფორმაციის მიღებასა და ლოგიკურ აზროვნებაში.
ბავშვის განვითარება სამ ეტაპადაა დაყოფილი:
სამაგალითო-ქმედითი (შეხება, გასინჯვა, "პირში ჩადება"); საგანმანათლებლო-ქმედითი (შეფარდება, მოფიქრება) სიტყვიერ-ლოგიკური (შედარება, გაანალიზება). თუ გინდათ, რომ თავიდანვე შეუწყოთ ხელი ლოგიკის განვითარებას, სავარჯიშო-გასავითარებელი წიგნების და საბავშვო ჟურნალების გარდა გამოიყენეთ ის შესაძლებლობებიც, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გარს გაკრავთ. მალევე დარწმუნდებით, რომ ლოგიკურად აზროვნებას ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს.
ზრდასთნ ერთად ბავშვი ისწავლის დაკვირვებას რა ხდება მის გარშემო:
ბუნებრივი მოვლენები, საყოფაცხოვრებო ნივთები, გარშემო მყოფების განწყობა, ცხოველების ქცევა. პატარას გაუჩნდება კითხები: როგორ? რატომ? მშვიდად და მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით ყველაფერი და თავადაც დაუსვით კითხები: "რა მოხდება, თუ?.." ("გადამიგორდება ბურთი", "ტლაპოში ფეხს ჩადგამ", "თოვლს წყალში ჩავყრით). აცადეთ ბავშვს, რომ თავად მოიფიქროს პასუხები. მერე კი აუხსენით თითოეული მომენტი. მაგალითად: "ახლა ჩვენ დასაძინებლად უნდა დავწვეთ, რადგან საღამოა და უნდა დავისვენოთ" დროდადრო ბავშვი მიხვდება, რომ გარშემო ყველაფერს აქვს მიზეზ-შედეგებრივი კავშირი.
1,5-2 წლის ასაკში ბავშვმა უნდა შეძლოს 5-ის ფარგლებში თვლა (ზოგ შემთხვევაში 10-ის), მაგრამ ციფრები მისთვის არაფერს ნიშნავს. ციფრები და არითმეტიკული მოქმედებები ნამდვილად ადრეა მითვის. აი, ლოგიკა კი ნამდვილად დროულია. თამაშის დროს ასწავლეთ:
ფორმები, ფერები, მატერია, ხმები. ბავშვმა უნდა აგიხსნათ, რომ ბურთი მრგვალია და ლურჯი ფერის, ხის კუბი მყარი, კნუტი ცოცხალია და ამბობს მიაუს, სათამაშო დათუნია ფაფუკია.
1,5-2 წლის ბავშვმა უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან გეომეტრიული ფიგურები (მაგალითად მრგვალი) და 3-4 ფერი. აგრეთვე, უნდა შეეძლოს ზომების გარჩევა (დიდი-პატარა) წლების მატებასთან ერთად ცოდნა უნდა მოემატოს და განუმტკიცდეს.
2-2,5 წლის ასაკში ბავშვმა უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან ერთი და რამდენიმე, ასწავლეთ შედარება (ცოტა-ბევრი, ახლოს-შორს) 3-4 წლის ბავშვს უნდა შეეძლოს ერთმანეთისგან გაარჩიოს ცივი-ცხელი, მსხვილი-წვრილი, პატარა-დიდი, მაღალი-დაბალი ვიწრო-ფართე.
სეირნობის დროს სთხოვეთ ბავშვს გამოარჩიოს ერთმანეთისგან ხეების სისქე. ბავშმა უნდა შემოხვიოს ხეს ხელები და ისე გაზომოს. შეადაროს ერთმანეთს ხე, ბუჩქი სიმაღლის მიხედვით. აგრეთვე მრავალსართულიანი სახლი, დაბალანსართულიანს, სკამების სიგრძე, ფართე ტროტუარი და ვიწრო ბილიკი, გადასასვლელი ხიდის სიგრძე და ა.შ.
აუცილებელი არაა, წიგნი გადაშალოთ, ბავშვი ლოგიკაში რომ ავარჯიშოთ. სეირნობის დროს, სააბაზანოში, სამზარეულოში უამრავი საინტერესო მაგალითი შეგიძლიათ მოიძიოთ.
სეირნობისას დააკვირდით დიდი და პატარა ზომის ძაღლებს. დიდ და პატარა მანქანებს. დაითვალეთ რამდენი ბებია და ბაბუა შეგხვდებათ გზაში, რამდენი იქნება ჯოხით, რამდენ ბავშვს ასეირნებს დედა ეტლით. სარეცხის გაფენის დროს სთხოვეთ, იმდენი სამაგრი მოიტანოს, რამდენი მაისურიცაა (წინდაცაა), დაათვლევინეთ კოვზების, ჭიქების რაოდენობა. ბავშვებთან მეცადინეობისთვის გამოგადგებათ რბილი სათამაშოები, სხვადასხვა ტექსტურის, დასაკრავის, კუბები, პირამიდები, პლასტელინი, საღებავი, ფაზლი, ჟურნალები მარტივი გამოსაცნობი თავსატეხებით, გეომეტრიული კონსტრუქტორები. ბავშვთან თამაში-მეცადინეობის დროს ყურადღება მიაქციეთ მეხსიერების, წარმოსახვის, მათემატიკური შესაძლებლობების განვითარებას. თვლისთვის გამოიყენეთ თითები, ჩხირები, საანგარიშო. 4 წლის ბავშვისთვის ეს საუკეთესო საშუალებებია.
3 წლის ასაკში ბავშვი "ხელებით აზროვნებს". მიმართეთ თვალსაჩინოების მეთოდს, დაანახეთ, რომ მამის ფეხსაცმელი დიდია, მისი კი - პატარა. გინდა გამოსცადო? გაისინჯე. ასეთი თამაში ბავშვს თვალსაწიერს უფართოებს, უვითარებს აზროვნებას, შედარების უნარს.
თავდაპირველად კონტრასტული შედარებები გამოიყენეთ: ერთი-ბევრი, დიდი-პატარა, შემდეგ თანმიმდევრული: რამდენიმე, საშუალო. წლინახევრის ბავშვმაც კი იცის ბევრის მნიშვნელობა, როცა მშობლებ საუბრობენ ბევრი ხალხი/მანქანა იყო ქუჩაში. "მარტომ ითამაშე", "შენ ბევრი სათამაშო გაქვს". მაგიდაზე დადეთ ერთი მანქანა, მაგიდის ქვეშ, "ავტოფარეხში" და 4. ბავშვმა უნდა გითხრათ, სად არის 1 მანქანა და სად ბევრი. თამაშისთვის გამოიყენეთ რეალური ნივთები (სათამაშოები, ვაშლი, კანფეტები, კოვზები). ბავშვი ცოტა რომ გარკვევა, მერე გადადით ნახატებზე, ჟურნალებზე და წიგნებზე. საქმე იმაშია, რომ ბავშვს უჭირს სიმბოლოების გარჩევა, მას ხელით სურს აღიქვას საგანი. სამი წლის ასაკში ბავშვს უკვე თავისუფლად შეუძლია დაგანახვოთ სურათზე სადაა დახატული ერთი მარწყვი და სად ბევრი.
შემდეგი ლოგიკური თამაშის დროს ბავშვმა უნდა განასხვაოს: "ბევრი", "ცოტა" "თანაბარი". ამისათვის 2-2,5 წელი შესაფერისია. მოიგონეთ ასეთი თამაში: მაგიდაზე დაუდეთ 1 ცალი მანქანა, 2 ცალი ბურთი და 5 ცალი კუბი. რომელი უფრო მეტია?.. ახლა დაალაგეთ მაგიდაზე რამდენიმე თოჯინა და რბილი სათამაშო. ბავშვს კი სთხოვეთ, თეფშიდან იმდენი კანფეტი აიღოს, რამდენი სათამაშოცაა მაგიდაზე. ახლა კი ერთად დაალაგეთ კანფეტები სათამაშოების წინ და თან დაითვალეთ. მაღაზიაში დაალაგებინეთ პატარა ნივთები ერთ პაკეტში, დიდები მეორეში.
შედარება
თავდაპირველად, ბავშვმა უნდა განასხვაოს საგნის ზომა და ფორმა. უნდა შეძლოს მათი შედარება, მათი ერთ ნიშნის მიხედვით დაჯგუფება.
პრაქტიკული სავარჯიშოები:
აიღეთ სათამაშო კატა და ძაღლი და სთხოვეთ ბავშვს შეადაროს ისინი, რა აქვთ მათ საერთო, რით განსხვავდებიან. თავისუფალ დროს (ტრანსპორტში, საბავშვო ბაღისკენ მიმავალს, რიგში დგომისას) ითამაშეთ იჭმევა-არ იჭმევა: მაგალითად დაასახელეთ რამე საგანი და ჰკითხეთ ბავშვს იჭმევა? ჩაუყარეთ ფიალაში სხვადასხვა ფორმის მაკარონი. სთხოვეთ პატარას დააჯგუფოს: გრძელები ცალკე, მსუქნები და სპირალურები ცალკე. კლასიფიკაცია
კლასიფიკაცია - ნიშნავს - ნივთების დახარისხებას ფორმისა და შინაარსის მიხედვით (ფერის, ფორმის, ზომის, წარმომავლობის, დანიშნულების და ა.შ.) ითამაშეთ ასეთ თემებზე: "მოძებნე განსხვავებული", "დააწყვილე ერთნაირები".
პრაქტიკული სავარჯიშოები
სასეირნოდ თუ მიდიხართ, დაასახელეთ რას იცვამთ: მაისური, შარვალი, სვიტერი, ქურთუკი - ეს ჩვენი სამოსია. თუ სუფრას შლით, დაასახელეთ: მაგიდაზე ვდებთ: თეფშებს, ჭიქებს, ჩანგლებს, დანებს - ეს ჭურჭელია. სათამაშოების ალაგების დროს, ბავშვს უთხარით, რომ ჯერ პირველ რიგში ცხოველები უნდა დააბინაოთ, მერე ავტომობილები, ახლა კი გაართულეთ და სთხოვეთ, სათამაშოები დაალაგოს ფერებისა და ზომის მიხედვით. სარეცხის გარეცხვის დროს, ბავშვი უნდა მოგეხმაროთ და ერთად უნდა დაახარისხოს: ერთად დაალაგოს მაისურები, წინდები, სვიტრები. აგრეთვე დაალაგებინეთ დანაყოფის ერთ უჯრაში კოვზები, მეორეში - ჩანგლები, მესამეში ჩაის კოვზები. დალაგება კლასიფიკაციის მიხედვით: წითელ ყუთში კუბები ჩაყარე, ლურჯში - მანქანები, რბილი სათამაშოები კი კალათაში. აიღეთ სამი სხვადასხვა ფერის ფურცელი (წითელი, ლურჯი და ყვითელი). დაახატეთ თითოეულს სამკუთხედი, წრე და მართკუთხედი და გამოჭერით. სასურველია სამი ზომის: პატარა, საშუალო და დიდი. უნდა გამოგივიდეთ 27 ფიგურა. თითოეული განსხვავდება ფერის, ფორმისა და ზომის მიხედვით. ახლა ითამაშეთ. ფიგურები დაალაგეთ: ჯერ ყველა დიდი, მერე ყველა პატარა ახლა შეაგროვეთ სამკუთხედები და ა.შ. ფორმის მიცემა
თავდაპირველად, ბავშვი მრგვალ ფორმას აღიქვამს, რადგან გარშემო, უფრო ხშირად, ასეთი ფორმის სათამაშოები ხვდება. მრგვალია მანქანისა და ეტლის ბორბლებიც. მაგიდა მართკუთხედია, ხალიჩაც, კარიც. თუ გსურთ, ბავშვმა ფიგურების ფორმები დაიმახსოვროს, დააინტერესეთ. ბურთი მრგვალია და დაგორავს, კუბი ოთხკუთხედია და არ დაგორავს, რადგან კუთხეები აქვს, ბურთს კი კუთხეები არა აქვს. 3-4 წლის ბავშვმა ერთმანეთისგან უნდა გაარჩიოს მრგვალი, კუბი, ცილინდრი, კონუსი. უნდა იცოდეს მათი დასახელება და რით განსხვავებიან ერთმანეთისგან.
გეომეტრიული თამაშები
იპოვე ფიგურა
აიღეთ ფურცელი და მასზე გამოჭერით "ფანჯრები" ისე, რომ მათი გაღება-დახურვა შეგეძლოთ. მუყაოზე დახატეთ გეომეტრიული ფიგურები (წრე, კვარდატი, მართკუთხედი, სამკუთხედი, რომბი და ვარსკვლავი). დაადეთ მუყაოს "ფანჯრებიანი" ფურცელი. სთხოვეთ ბავშვს რიგრიგობით გააღოს "ფანჯარა" და ნახოს, რომელი ფიგურაა იქ დამალული.
თამაში "ვაშენებთ სახლს"
დაგჭირდებათ გეომეტრიული მოზაიკა ან კონსტრუქტორი. ააშენეთ სახლი მართკუთხედით, ოთხკუთხედით, სამკუთხდით, აქვს თუ არა მას ფანჯარა, რა ფერია სახურავი, რომელი ფიგურით დავიწყეთ სახლის აშენება? რომლით დავასრულეთ? ბავშვმა ყველა კითხვაზე უნდა გიპასუხოთ: დაასახელოს ფერები, და გეომეტრიული ფორმები.
თამაში "მე ჯადოქარი ვარ"
ფურცელზე დახაზეთ წრე და თქვით: "თუ მოვინდომებ, ამ წრეს მზედ გადავაქცევ" და გაუკეთეთ სხივები. ახლა დახატეთ მართკუთხედი და გადააქიეთ ის მანქანად. ამგვარად ბავშვს განუვითარებთ წარმოსახვას, რომ ერთი ფიგურა შეიძლება გადააქციოთ სხვა ნივთად, საგნად და ა.შ.
დედ-მამა თითქმის მთელი დღე გაჯეტებშია თავჩარგული და მერე უკვირთ, პატარა ბავშვებიც რომ ითხოვენ ტელეფონებსა და სმარტფონებს. ისწავლეთ ერთად თამაში. უამრავი თამაში არსებობს, რომელიც დაგეხმარებათ, ბავშვს ლოგიკა განუვითაროთ.
ყველაზე მარტივი და პოპულარული ხერხები შეგიძლიათ საბავშვო ჟურნალებში მოიძიოთ, სადაც სპეციალური რუბრიკებია შექმნილი ასეთი ტიპის დავალებებისთვის:
"ვისი ჩრდილია" - დახატულია სხვადასხვა არსება და იქვეა მათი რამდენიმე ანაბეჭდი. უნდა გამოიცნოს, რომელი ანაბეჭდი რომელი ნახატისაა.
"იპოვეთ განსხვავება" - უნდა მონახოთ ნახატზე არსებული განსხვავებები.
"ზედმეტი ნივთი" - მონახეთ ნივთი, რომელიც სხვებისგან რადიკალურად განსხვავდება.
"შეაგროვე ნახატი" - ფაზლის ვარიანტია.
გაჯეტების გარეშე თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვს წვრილი, ანუ ნატიფი მოტორიკა აქვს გასავითარებელი. ამიტომ სასურვლია მისთვის ხატვა, ძერწვა, გამოჭრა და აწყობა. გაუმრავალფეროვნეთ ბავშვს წარმოსახვა. მხოლოდ სენსორულ ეკრანზე ნუ იქნებით დამოკიდებული. გამოიყენეთ ფერადი წიგნები, ჟურნალები, ილუსტრაციები, მოზაიკა, ლოტო.