როგორც წესი, ერთი წლის ასაკში ბავშვს 10-15 სიტყვის წარმომთქმა უნდა შეეძლოს, წლინახევრის ასაკში - 50-80 სიტყვის. სწორედ ამ პერიოდში მშობლები ამჩნევენ განსხვავებას და მრავალი კვლევითაც დადასტურდა, რომ ამ ასაკში გოგონებს გაცილებით დიდი სიტყვათა მარაგი აქვთ, ვიდრე ბიჭებს. მაშინ, როცა გოგონები საშუალოდ, 60-70 სიტყვას წარმოთქვამენ, ბიჭების მარაგი 30-40 სიტყვით შემოიფარგლება. ეს განსხვავება 2 წლის ასაკამდე გრძელდება, თუმცა 30-40 სიტყვაზე ნაკლები მაჩვენებელი უკვე ექიმთან კონსულტაციის საფუძველია.
ბავშვის მეტყველების განვითარებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ერთ ოჯახში გაზრდილ ბავშვებს შორისაც კი ამჩნევენ მშობლები, რომ ბიჭები უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს, ვიდრე გოგონები. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემიფეროების მაკავშირებული უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, კორძიანი სხეული, რომელიც წარმომადგენს ნერვული ბოჭკოების ბრტყელ კონას, ბიჭებს უფრო თხელი აქვთ. შესაბამისად, ჰემისფეროებს შორის კავშირი მათ უფრო სუსტი აქვთ და ამ ორი სფეროდან ინფორმაციის შეკრება ძლიერი სქესის წარმომადგენლებში უფრო რთულია. გოგონებს გაცილებით მსხვილი კორძიანი სხეული აქვთ, რის გამოც იმპულსების წარმომქმნა და სფეროთა შორის კავშირიც უკეთესია. ბიჭებს თავის ტვინის შუბლის უბანი უკეთ აქვთ განვითარებული, რომელიც დაგეგმილ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, ასევე ქცევასა და ქმედების ემოციურ ნაწილზე. მათთვის ერთგვაროვანი ქმედების შესრულება რთულია. ამიტომ არ ღირს ბიჭების დატვირთვა მონოტორული დავალებებით. მათ მეტი მრავალფეროვნება სჭირდებათ. გოგონებისთვის ადვილია ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულება, როცა ბიჭები ძირითადად ერთ ქმედებაზე კონცენტრირდებიან. მეტყველების ცენტრი, რომელიც ტვინის მარცხენა ჰემისფეროში მდებარეობს, გოგონებში უფრო სწრაფად მწიფდება. გოგონებს საარტიკულაციო შესაძლებლობები უფრო განვითარებული აქვთ, უფრო სწრაფად ითვისებენ უფროსებისგან საუბრის სტილს. გოგონებისთვის უფრო ადვილია ემოციური მეტყველება, ინტონაციების ცვლა, ბევრი ზედსართავი სახელის გამოყენება. ბიჭებს კი მარტივი და მკაფიო შინაარსის წინადადებები სჭირდებათ, რათა მათი ათვისება შეძლონ. მშობლები ძალიან დაწვრილებითი ინფორმაციით არ უნდა ესაუბრებოდნენ გოგონები და ბიჭები ინფორმაციასაც განსხვავებულად აღიქვამენ. ბიჭებს იმის ცოდნა სჭირდებათ, თუ რატომ უნდა განახორციელონ ესა თუ ის ქმედება. მათ მაგალითით უნდა აჩვენოთ, რა გააკეთოს და რა - არა. გოგონებს ხშირად სიტყვიერი განმარტებაც ჰყოფნით. ბიჭების ტვინი უფრო ორიენტირებულია სივრცით ურთიერთქმედებებზე,, მათი აზროვნება არასტანდარტულია. მაღალ შედეგებს სისწრაფესა და სიზუსტეზე გათვლილი ტესტებში აღწევენ. მათი ტვინი ამოცანას უფრო სწრაფად უმკლავდება. გოგონებში ვერბალური ინტელექტი ჭარბობს - უკეთ ალაგებენ სიტყვებს, ბგერებს, წინადადებებს. მათთვის სიტყვიერი კონტაქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საუბრის თემა. ამიტომ საკომუნიკაციო საკითხებში ბიჭებზე უკეთესი შედეგები აქვთ.