"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე... დღეს ნახტომი გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება" - ამირან გამყრელიძე - მშობლები

"კლასტერებიდან" გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე... დღეს ნახტომი გვაქვს, ეპიდსიტუაცია უარესდება" - ამირან გამყრელიძე

2021-04-13 12:21:53+04:00

"კლას­ტე­რე­ბი­დან" გა­დავ­დი­ვართ სა­ყო­ველ­თაო გავ­რცე­ლე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სიფრ­თხი­ლე და რაც მეტი ადა­მი­ა­ნი აიც­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მით უფრო ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი.

"დღეს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში უკვე, ჩვენ გვაქვს ინ­ცი­დენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მო­მა­ტე­ბუ­ლი. პირ­ველ ად­გილ­ზეა თბი­ლი­სი, შემ­დეგ მო­დის სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი, შემ­დეგ აჭა­რა და და­ნარ­ჩე­ნი რე­გი­ო­ნე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად. სე­რი­ო­ზუ­ლად იმა­ტებს ინ­ცი­დენ­ტო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­მეგ­რე­ლო­ში, ამი­ტომ სიფრ­თხი­ლე და ყვე­ლა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის დაც­ვა, რო­მელ­საც გე­უბ­ნე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, ამას ემა­ტე­ბა კი­დევ მეტი ინ­ტენ­სი­ფი­კა­ცია აც­რე­ბის. გა­სა­გე­ბია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის დაგ­რო­ვე­ბას დიდი დრო სჭირ­დე­ბა და ეს მარ­ტი­ვად ვერ ხერ­ხდე­ბა, მაგ­რამ 100 აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნი, ეს არის სულ მცი­რე ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი - ეს იცო­დეთ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა ვე­ცა­დოთ, რომ და­ვიც­ვათ ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლე. რაც მეტი იქ­ნე­ბა აც­რი­ლი, მით ნაკ­ლე­ბი გვე­ყო­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი, რაც მეტი იქ­ნე­ბა 55-წელს ზე­მოთ აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნი, მით მეტი ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩე­ბა ხან­დაზ­მუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ეპიდსი­ტუ­ა­ცია უა­რეს­დე­ბა და ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ზე­წო­ლაა.

"დღეს ნახ­ტო­მი გვაქვს - იან­ვრის შემ­დეგ ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 1000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია. შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რა­საც ჩვენ "ორ­შა­ბა­თის სინ­დრომს" ვე­ძა­ხით, რად­გან სამ­შა­ბათს დი­ლით ხდე­ბა შა­ბათ-კვი­რის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბე­ბის რე­პორ­ტინ­გი და ორ­შა­ბა­თის 24 სა­ა­თის, მაგ­რამ ეს მა­ინც სა­ყუ­რა­დღე­ბოა და პირ­და­პირ გე­ტყვთ, სა­გან­გა­შო.

გუ­შინ­დე­ლი დღის და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ავი­და 3.66%-ზე. გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ზღვა­რი 4% და რო­დე­საც ამის ქვე­მოთ სცდი­ლე­ბა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ეს ნარ­ჩუნ­დე­ბა 1-2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვსა­უბ­რობთ ხოლ­მე შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე. ახლა არ ვართ 4%-ზე, მაგ­რამ რად­გან ერთი დღე მი­უ­ახ­ლოვ­და 3.66%-ს, ეს ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ასე­ვე ბოლო 30 დღის და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს 2.1%; ბოლო 14 დღის - 2.46% და ბოლო 7 დღის - 2.58%. ამი­ტომ თან­და­თან ეპიდსი­ტუ­ა­ცია უა­რეს­დე­ბა, ზე­წო­ლა ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლია, იმი­ტომ, რომ აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა თით­ქმის 8 ათა­სია, აქე­დან კი კლი­ნი­კებ­ში 2485-ია.

ეპიდსი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია, რაც პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო, მაგ­რამ სულ ვცდი­ლობთ, მო­ვუ­წო­დოთ მო­სახ­ლე­ო­ბას და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რებს, მეტი კონ­ტრო­ლი იყოს, რად­გან არ გვინ­და ნო­ემ­ბე­რი-დე­კემ­ბე­რი გა­ვი­მე­ო­როთ და ისევ გა­ტარ­დეს მკაც­რი შემ­ზღუდ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, პი­ნა­ზე ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბაა. თუ ჩვენ მო­მა­ვალ კვი­რებ­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცია ვერ შე­ვა­კა­ვეთ, საბ­ჭოს ამის აწონ-და­წონ­ვა მო­უ­წევს“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.