ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ე.წ. „ფიჯეტები“ - მარტივი გასართობი სათამაშოები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა. საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთი “ფიჯეტი”, თავდაპირველად სულაც არ იყო ჩაფიქრებული, როგორც სათამაშო. მაგალითად, ერნო რუბიკმა თავისი „მაგიური კუბიკი“ იმისთვის გამოიგონა, რომ მათემატიკური თეორიების შესწავლაში დამხმარე საშუალებად გამოეყენებინა, ყველასათვის ნაცნობი „სპინერი,“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გონების სავარჯიშოდ შეიქმნა. კეტრინ ჰეტინგერმა იგი თავისი ქალიშვილისთვის - ერბ გოლდფრამისთვის გამოიგონა.
ფსიქოლოგების განმარტებით, ფიჯეტი ძალიან ეხმარება ადამიანს, გაექცეს ყოველდღიურ დამღლელ ფიქრებს, მოიხსნას დაძაბულობა და განიტვირთოს, სწორედ ამითი აიხსნება უფროსების დაინტერესებაც.
„ფოფითი“ - ახალი ფიჯეტია, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და გამოსვლისთანავე გაყიდვების ლიდერი გახდა. „ფოფითები“ სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერისაა. მაგალითად, ისრაელში „ფოფითები“ ყველაზე გაყიდვადი სათამაშოა. ის ყველა ბავშვს აქვს. სკოლებში, დასვენებების დროს სკოლის მოსწავლეები სწორედ „ფოფითების“ თამაშით ერთობიან.
„ფოფითი“ ასევე ძალიან კარგია მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც. ის რბილი და უსაფრთხოა. „ფოფითის“ დახმარებით შეგიძლიათ ბავშვს თვლაც ასწავლოთ.
„ფოფითის“ თამაშის რამდენიმე წესი არსებობს. მაგალითად, ერთი ბავშვი ატრიალებს „ფოფითს“ და მის ქვეშ, რომელიმე რგოლში ჩუმად მალავს პატარა ბურთულას. მეორე ასახელებს რაიმე რიცხვს და შემდეგ, იწყებს თითებით „სიარულს“ ბურთებზე, რომლებიც იჩუტება და ტკაცუნის ხმას გამოსცემს. მეორე მოთამაშემ უნდა გამოიცნოს, რომელ რგოლში იმალება ბურთულა.
„ფოფითის“ თამაში ბურთის გარეშეც შეიძლება. ორი მოთამაშე მონაცვლეობით აჭერს თითს ბურთულებს. წაგებულია ის, ვინც ბოლო ბურთულას დაჩუტავს.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ „ფოფითს“ ანტისტრესის დატვირთვა აქვს. ის ხელს უწყობს ხასიათის გაუმჯობესებას, ნერვიულობის დროს ყურადღების გადატანას. „ფოფითით“ თამაში შეუძლიათ ბავშვებსაც, უფროსებსაც და მოხუცებსაც.
ის ასევე ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვებისა და მშობლების ერთობლივი თამაშისთვის და დადებითი შედეგები აქვს აუტიზმის სპექტრის მქონე პატარებში.
„ფოფითი“ ხელს უწყობს მცირე მოტორიკის განვითარებას პატარებში.
საქართველოში დღითი-დღე იზრდება „ფოფითების“ პოპულარობა. „ფოფითების“ ყველაზე ბიუჯეტურად შეძენა კი „გორგიაშია“ შესაძლებელი.
როგორც “გორგიაში” განმარტავენ, „ფოფითებზე“ მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. “გორგიაში“ „ფოფითების“ ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი და რაც მთავარია, ყველაზე დაბალ ფასად.
„გორგია“, როგორც ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი, თანხის დაზოგვის კუთხით მუდამ ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ამიტომ გავაკეთეთ საბავშვო პროდუქციისა და სათამაშოების დიდი სექცია, სადაც სათამაშოები ყველაზე იაფად არის წარმოდგენილი.
ფოფითების კოლექციაც, სწორედ სათამაშოების მიმართულების ნაწილია. „გორგიაში“ წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის „ფოფითები“. ასევე, სპეციალურად მომხმარებლისთვის გავაკეთეთ აქცია, რომლის ფარგლებშიც, „ფოფითების“ შეძენა 7.5 ლარიდანაა შესაძლებელი.