ბოლო პერიოდში რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილ სახეზე გავიგეთ, რომ ორსულად არის. მათ შორის რამდენიმემ ამ ფაქტს თამამი ფოტოსესიებიც მიუძღვნა, რომლებსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მსახიობები ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველ შვილს ელოდებიან. სწორედ ამ სასიხარულო მოვლენის აღსანიშნავად თამამი ფოტოსესია მოაწყვეს.
მეორე შვილს ელოდება ანკა ვასაძე, რომელმაც ასევე რამდენჯერმე გადაიღო ფოტოები ორსულობის პერიოდში.
ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, სუხიშვილების მოცეკვავე და თეატრის ქორეოგრაფი თინათინ წულაძე 2019 წელს დაქორწინდა გიორგი კოტეტიშვილზე. თინათინი ორსულადაა და ბის ელოდება.