კომპანია MGA Entertainment-ის სათამაშო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
MGA Entertainment 1979 წელს შეიქმნა და თავდაპირველად, ელექტრონიკის წარმოებით იყო დაკავებული. მას შემდეგ, რაც 1980-იან წლებში ბრენდმა მიიღო უფლება Nintendo-ს სათამაშოები აშშ-ს ტერიტორიაზე გაეყიდა, ის გადაიქცა ერთ-ერთ უმსხვილეს სათამაშოების მწარმოებელ კომპანიად ( Micro Games of America) მსოფლიო ბაზარზე.
კომპანია აწარმოებს ბრენდებს: L.O.L Surprise, Little Tikes, Lalaloopsy, Project Mc2, Bratz, Num Noms და Zapf Creation-ს.
ამჟამად, MGA Entertainment-ი აშშ-ს ყველაზე მსხვილი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების სიაში, ყველაზე სწრაფად განვითარებადია, რაც ძირითადად „ლოლების“ გაყიდვებითაა განპირობებული.
ამ სათამაშოს კიდევ ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მისმა მყიდველმა წინასწარ არ იცის, რომელი თოჯინა შეხვდება სერიიდან, სანამ შეფუთვას არ გახსნის. კოლექციები ქაოსური რიგითობითაა, ამიტომ იმის გამოცნობა, თუ რომელი თოჯინა, ან როგორი აქსესუარები შეგხვდება, - შეუძლებელია.
ამ სათამაშომ Australian Toy Association-ის ჯილდო აიღო ნომინაციებში: „საუკეთესო თოჯინა“ და „საუკეთესო სათამაშო“. MGA-ს გენერალური დირექტორი ისააკ ლარიანი ამბობს, რომ ამ სათამაშოს წარმატება სიურპრიზის ფაქტორში მდგომარეობს, რომელიც ძალიან მოწონთ ბავშვებს.
„ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ სათამაშოში შეფუთულია ჯადოქრობის ელემენტი“. ისააკ ლარიანი. „ლოლები“ საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სათამაშოა, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი "xs სათამაშოებია“.
თუ თქვენც აგროვებთ ბავშვისთვის „ლოლებს“, შეგიძლიათ ჩაერთოთ ახალ კამპანიაში, რომელიც XS Toys-მა ახლახან წამოიწყო.
კონკურსის პირობები
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა გადაიღონ „ლოლის“ თოჯინების შეგროვებული კოლექციის ფოტო ბავშვთან ერთად და განათავსონ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ჰეშთეგით - #შეაგროვე. დააყენონ ჩარჩო და პოსტი უნდა გაუგზავნონ XS Toys-ის გვერდს, პირად შეტყობინებაში.
კონკურსის გამარჯვებული 30 აპრილს გამოვლინდება ყველაზე მეტი #like, #share-ის მიხედვით, ასევე დასახელდება "xs სათამაშოების" რჩეულიც.
თუ ჯერ არ გიყიდიათ თქვენი პატარასთვის „ლოლის“ თოჯინა, ან სერიას აგროვებთ, "xs სათამაშოების“ ქსელში განახლებული კოლექცია გლოდებათ!
მსოფლიო აჟიოტაჟი და L.O.L Surprise თოჯინების ისტორია