"დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან..." - მშობელი საჯარო ბაღის აღმზრდელს ძალადობაში ადანაშაულებს - მშობლები

"დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან..." - მშობელი საჯარო ბაღის აღმზრდელს ძალადობაში ადანაშაულებს

2021-04-26 08:40:06+04:00

თბილისის N128 ბაგა-ბაღში - 3 წლამდე ბავშვის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს აღმზრდელი ფიზიკურად გაუსწორდა.

ინფორმაცია მშობელმა "ფორმულას" მიაწოდა, რომელსაც განუცხადა, რომ ბავშვმა საჭმელი მოითხოვა, რის გამოც მასწავლებლებმა სცემეს. მშობლის თქმით, მან კამერების ჩანაწერი ნახა და, სადაც ძალადობის პროცესში ჯგუფში სამი პედაგოგი მოჩანს.

ბაღის დირექტორის, მანანა ყავლაშვილის თქმით, შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.