ახალშობილმა გოგონამ ექიმები გააოცა თავისი გარეგნობით (ფოტოები) - მშობლები

ახალშობილმა გოგონამ ექიმები გააოცა თავისი გარეგნობით (ფოტოები)

2021-04-26 17:46:09+04:00

34 წლის ინდოელი იამინას ქალიშვილი ახლა 6 თვისაა. ახალბედა დედა მიეჩვია, რომ ის და მისი შვილი სულ იპყრობენ ყურადღებას. ამბობს, რომ ქუჩაში უცნობებიც კი უახლოვდებიან და ინტერესდებიან გოგონათი.

mshoblebi

საქმე ის არის, რომ პატარა ნიტის ისეთი დიდური გარეგნობა აქვს, ხშირი და გრძელი თმით, რომ ექიმებიც კი გააოცა.

"როცა მკერდზე დამიწვინეს და შევხედე, მეტყველების უნარი დავკარგე. ბებიაქალებმაც მითხრეს, რომ ასეთი გრძელთმიანი ახალშობილი ჯერ არ ენახათ", - იხსენებს იამინა.

mshoblebi

mshoblebi

ახლა ნიტი 5 თვისაა და უკვე მხრებამდე აქვს თმა. დედა გოგონას თმას უკრავს, რომ თვალებში არ ჩამოეყაროს. "დღეში 30-40 წუთს ვანდომებ მის ვარცხნილობას", - ამბობს იამინა.

mshoblebi

თავად პატარა რაპუნცელს თმა დისკომფორტს არ უქმნის და ყურადღების ცენტრში ყოფნაც უყვარს.

altპატარა ქართველი "ბაბუაწვერა", რომელიც სოციალური ქსელის ვარსკვლავად იქცა - "სადაც ვჩნდებით, ყველგან გვესმის შეძახილები: "თმები!"