უშვილობის დიაგნოზი, მძიმე დაავადება, წარუმატებელი ქორწინებები - შერონ სტოუნის პირადი ტრაგედიები - მშობლები

უშვილობის დიაგნოზი, მძიმე დაავადება, წარუმატებელი ქორწინებები - შერონ სტოუნის პირადი ტრაგედიები

2021-04-28 09:00:27+04:00

მან ძალიან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი - ეს შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობითაც ვთქვათ. მისი ჰონორარები ასეულ ათასობით დოლარი და ხანდახან - მილიონიც ყოფილა.

მომხიბვლელ, სექსუალურ ქალს აქვს კიდევ რაღაც, რაც მის წარმატებას განაპირობებდა. ძალიან ჭკვიანია და ბევრისგან განსხვავებით, მტკიცე ნებისყოფა აქვს. ძნელი წარმოსადგენია, მის მშობლებს (მამა ინსტრუმენტების ოსტატი, ხოლო დედა ბიბლიოთეკარი იყო) ეფიქრათ, რომ პატარა შერონი, მოკრძალებული, მორცხვი, მოუხერხებელი, რომელსაც სათვალე ეკეთა და სულ სწავლაზე ფიქრობდა, როდისმე მსგავს წარმატებას მიაღწევდა და ჰილივუდს დაიპყრობდა.

mshoblebi

რთული გზა აღიარებამდე

mshoblebi

1958 წლის 10 მარტს დაიბადა პენსილვანიის შტატში. სკოლა როგორც კი დაამთავრა, ინსტიტუტში ჩააბარა და პარალელურად სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა, მოდელობდა. შერონმა იცოდა, როგორ უნდა ყოფილიყო ძლიერი და შეუპოვარი.სწრაფადვე უარყო გოგონების ოცნება ზღაპრულ პრინცზე, უეცარ დიდებასა და სიმდიდრეზე. ერთხელ, საკუთარი თბილი და მყუდრო სახლიდან ბედნიერების საძებნელად ჯერ პარიზსა და მილანში გაემგზავრა, მერე კი - ლოს-ანჯელესში. დილას უნივერსიტეტში სწავლობდა, დღისით "მაკდონალდსში" მუშაობდა, საღამოს კი სპორტდარბაზში დადიოდა და ასე დაიწყო საკუთარი იმიჯის შექმნა. მან იცოდა, რომ ლამაზი, შეუპოვარი, ქერა ქალის იმიჯი წარმატებას მოუტანდა. სილამაზემ მალე მიიყვანა სამოდელო სფერომდე და რამდენიმე ადგილობრივ სილამაზის კონკურსში გამარჯვებაც არის მის ბიოგრაფიაში...

თუმცა ყველაფერი "ფლეიბოიში" გამოქვეყნებულმა ფოტოებმა შეცვალა. ვუდი ალენი არა მხოლოდ ნიჭიერი რეჟისორი იყო, არამედ შესანიშნავად აფასებდა ქალურ სილამაზეს. მან შერონ სტოუნში რაღაც განსაკუთრებული დაინახა და საკუთარ ფილმში "ვარსკვლავური მტვრის მოგონებები" გადაიღო. შერონი ეკრანზე მხოლოდ 3 წამის განამვლობაში გამოჩნდა, თუმცა მის ცხოვრებაში სწორედ აქედან დაიწყო კარიერული აღმასვლა.

წარუმატებელი ქორწინებები

შერონ სტოუნი ჭკვიანთან ერთად, ძალიან მიმზიდველიც იყო, ამიტომ ჰოლივუდში საპატიოდ მიჩნეული ყველა მამაკაცი მკაცრ და სექსუალურ ქალს დიდ პატივს სცემდა. ერთხელ პოლ ვერჰოვენმა აღფრთოვანებულმა უთხრა: "შენი კაბა ნამდვილად კარგად გამოიყურება, მაგრამ, მეჩვენება, რომ მის გარეშე გაცილებით ეფექტური იქნები..." თუმცა შერონი არ დაბნეულა და მაშინვე მიუგო: "ისე ვერაფერი მომანდომებს გაშიშვლებას, როგორც გადასაღები მოედანი."

mshoblebi

მისი სურვილი მალევე ასრულდა. პოლ ვერხოვენმა ცნობილ ფილმში "ძირითადი ინსტინქტი" გადაიღო, სადაც შერონ სტოუნი მთავარ როლს თამაშობდა და მას ამ ფილმმა მსოფლიო პოპულარობა და აღაირება მოუტანა. როლისთვის მან "ოქროს გლობუსი" მიიღო და "ოსკარზეც" იყო ნომინირებული.

ასეთ ეფექტურ და ჭკვიან ქალთან ურთიერთობაზე ბევრი ცნობილი კაცი ოცნებობდა. თუმცა, შერონმა ძალიან კარად იცოდა, როგორ მოეხიბლა მამაკაცები და სამუდამოდ დაეპყრო მათი გონება. მონაკოს პრინცი ალბერტი, ფრანგი მილიონერი მიშელ ბენასერი და სხვა ცნობილი მამაკაცები სწორედ ამ ხიბლის ქსელში გაეხვნენ.

შერონ სტოუნი ორჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა, ორივე შემთხვევაში ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა. მიუხედავად განქორწინებისა, მან მაინც შეინარჩუნა თანდაყოლილი ოპტიმიზმი და ხასიათის სიმტკიცე.

განაჩენი: უშვილობა

ვარსკვლავს ხშირად თოვლის დედოფალს ადარებენ. ძალიან ლამაზთან ერთად, ცივიცაა და ამბობენ, რომ გრძნობების გამოხატვა არ შეუძლია. მიუხედავად მიუწვდომლობისა, შერონი მაინც დარჩა ქალად, რომელსაც ოჯახური ბედნიერება სურდა, შვილები და მოსიყვარულე მეუღლე უნდოდა ჰყოლოდა. მაგრამ, ვერც ერთს მიაღწია და ვერც მეორეს.

17 წლის ასაკში პირველმა აბორტმა, შემდეგ მუცლის ორჯერ მოშლამ და ექიმების ვერდიქტმა, რომ ის შვილის გაჩენას ვეღარასდროს შეძლებდა, შერონი სასოწარკვეთაში ჩააგდო. კინაღამ გაგიჟდა იმაზე ფიქრით, რომ დედობას ვეღარასდროს შეძლებდა. გარკვეული დროის განმავლობაში, თოჯინაც კი ჰყავდა ოთახში და ფიქრობდა, რომ მას დაკარგული შვილის შეცვლა შეეძლო.

ნაშვილები ბავშვის დაკარგვა

საშინელი ვერდიქტის შემდეგ, შერონ სტოუნის ქმარი ფილ ბრონშტეინი ცოლის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან ღელავდა. ამიტომ, მას შვილის აყვანა შესთავაზა. ასე გაჩნდა მათ ოჯახში ცისფერთვალება, ქერა, პატარა ბიჭი. შერონმა თავი მთლიანად მიუძღვნა დედობას. თუმცა, აქაც არ დასცალდა ბედნიერება. ქმართან განქორწინების შემდეგ, ბრონშტეინმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მსახიობს შვილი წაართვა. ახლა ბიჭი სან-ფრანცისკოში, მამასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა დედა მას ხშირად სტუმრობს. გარდა ამისა, სტოუნმა კიდევ ორი ბიჭი იშვილა.

mshoblebi

ანევრიზმა და რთული ოპერაცია

უბედურება შერონ სტოუნს არასდროს ტოვებდა. 2001 წელს მხოლოდ სასწაულის ძალით გადაურჩა სიკვდილს. თავის ტვინის ანევრიზმის შედეგად, შერონმა კინაღამ დაკარგა მეტყველების უნარი, უჭირდა გადაადგილება, ექიმები ამბობდნენ, რომ ვეღარასოდეს შეძლებდა ძველ ცხოვრებას დაბრუნებოდა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ქალი გადარჩა და კვლავ დადგა ფეხზე.

mshoblebi

როდესაც საქმე მის ასაკს ეხება, შერონ სტოუნი ამბობს: "არ მეშინია სიბერის. მთავარია, ამ ყველაფერს იუმორით შევხედოთ. მაშინ საშიში არც არაფერი იქნება."

ინსულტის მერე ის ხელახლა დაიბადა... ცალი თვალით ვერ ხედავდა, არ ესმოდა და ვერ წერდა.. თუმცა ახლა... - 66 წლის შერონ სტოუნის მორიგ საჯარო გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა