რომელ დღეებში იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა და როდიდანაა ნებადართული - დაზუსტებული თარიღები - მშობლები

რომელ დღეებში იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა და როდიდანაა ნებადართული - დაზუსტებული თარიღები

2021-04-28 09:22:41+04:00

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გვითხრეს, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება, სხვა დანარჩენ დღეებში კი ნებადართულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

რაც შეეხება საფლავზე გასვლის ტრადიციას სააღდგომოდ, სასულიერო პირების თქმით, ამისთვის უმჯობესია აღდგომის მე-9 დღე.

"განსაკუთრებით კარგია საფლავზე გასვლა თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა დღეს (აღდგომიდან მეცხრე დღე)" - აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში მამა ადნრია (სარია).

თამარ იაკობაშვილი