ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილის დაბადების დღე ყოფილი ცოლ-ქმრის დავის ფონზე - მშობლები

ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილის დაბადების დღე ყოფილი ცოლ-ქმრის დავის ფონზე

2021-05-05 08:53:22+04:00

ცნო­ბი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ვაჟი ლუკა 6 წლის გახდა. დაბადების დღე მან დედასა და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვილს იუბილე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა - გასაგები მიზეზების გამო, მისი შვილი დედასთან იზრდება.

mshoblebi

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახ­და. მა­მი­კო, გი­ლო­ცავ" , - დაწერა ბასილაშვილმა. თუმცა ცოტა ხანში მის პოსტს მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი გამოეხმაურა: "კაცი, რო­მე­ლიც შვი­ლის არც ერთ და­ბა­დე­ბის დღეს არ დას­წრე­ბია, არა­სო­დეს მის­თვის სა­ჩუ­ქა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, რო­მელ­მაც წა­არ­თვა ბინა და არ იხ­დის ალი­მენტს, სა­ჯა­როდ პი­ა­რის­თვის სჭირ­დე­ბა, რომ შვილს და­ბა­დე­ბის დღე მი­უ­ლო­ცოს - ისიც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის წინ. ერ­თა­დერ­თი, რაც ლუ­კასს შენ­თან აქვს სა­ერ­თო, მხო­ლოდ გვა­რია".

mshoblebi

ცნობისათვის, ყო­ფილ­მა ცოლ­მა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, თუმცა ჩოგბურთელი ბრალდებებს უარყოფს.

mshoblebi