ლევან ვასაძემ საზოგადოებას რვა შვილი წარუდგინდა: "მორაგბე... მოცეკვავე და..." - როგორ დაახასიათა ბიზნესმენმა შვილები - მშობლები

ლევან ვასაძემ საზოგადოებას რვა შვილი წარუდგინდა: "მორაგბე... მოცეკვავე და..." - როგორ დაახასიათა ბიზნესმენმა შვილები

2021-05-16 17:57:14+04:00

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა - "ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან ვა­სა­ძე, "ალექ­სან­დრეს ბაღ­ში" მხარ­დამ­ჭე­რებს შეხ­ვდა და თა­ვის პო­ლი­ტი­კურ გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რა.

ვა­სა­ძემ სი­ტყვით გა­მოს­ვლა მად­ლო­ბით და­ი­წყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოჯა­ხი გა­აც­ნო - ის სცე­ნა­ზე მე­უღ­ლეს­თან და 8 შვილ­თან ერ­თად ავი­და.

"აქ მე მო­ვე­დი ჩემს მე­უღ­ლეს­თან და ჩემს რვა შვილ­თან ერ­თად. აქ ბრძან­დე­ბა ჩემი მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო დურ­გლი­ში­ლი, ჩემი უფ­რო­სი ვაჟი, შიო ირაკ­ლი ვა­სა­ძე, იკა, რო­მელ­მაც ის­წავ­ლა სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრია უცხო­ეთ­ში და დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, მუ­შა­ობს აქ და თა­მა­შობს რაგბს. გი­ორ­გი, ჩემი მე­ო­რე ვაჟი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბით და უნდა, რომ გა­მო­ვი­დეს ინ­ჟი­ნე­რი, უცხო­ეთ­ში სწავ­ლობ­და და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლობს მა­თე­მა­ტი­კას და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს და ასე­ვე არის მო­რაგ­ბე, ჩემი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, თა­მა­რი, რო­მე­ლიც წელს ამ­თავ­რებს და გა­და­წყვი­ტა, რომ არ­ქი­ტექ­ტუ­რა შე­ის­წავ­ლოს და აბა­რებს წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ცეკ­ვით და ცეკ­ვავს სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში. განაგრძეთ კითხვა