ბავშვების დასჯა კანონით აიკრძალება - მშობლები

ბავშვების დასჯა კანონით აიკრძალება

2014-06-06 11:10:12+04:00

მშობლებს ფსიქიატრთან გაგზავნიან კონსულტაციაზე, როგორც კი ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან დამცირებას ექნება ადგილი ეს კანონი ჯერჯერობით ბრაზილიაში უნდა შემოიღონ, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაშიც აპირებენ მასზე მუშაობას. მშობლებს ფსიქიატრთან გაგზავნიან კონსულტაციაზე, როგორც კი ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან დამცირებას ექნება ადგილი.

ბრაზილიის კონგრესმა გადაწყვიტა, სერიოზულად მიხედოს ბავშვების დაცვას პირველ რიგში, თავად მშობლებისგან. იქ ფიზიკური დასჯა ძალიან ადეკვატურ აღმზრდელობით ზომად მიაჩნიათ. კანონპროექტის თანახმად, დასჯის სახით გათვალისწინებული იქნება იძულებითი კონსულტაცია ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთანაც კი, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. ასევე აუკრძალავენ მშობლებს დამცირებას, მუქარას, დაცინვას და ასეთ საქციელზეც მოუწევთ მშობლებს პასუხისგება.