"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა - მშობლები

"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

2021-05-21 06:47:31+04:00

მუ­სი­კო­სი და ხმის ინ­ჟი­ნე­რი გი­ორ­გი (გვა­ჯი) გვარ­ჯა­ლა­ძე მამა გახ­და. ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"Lenø, მა, ლე­ვა­ნი და­ი­ბა­და, შენი ძმა და ცრემ­ლე­ბის ზღვა­ში ღი­მი­ლი შე­მო­ი­ტა­ნა. სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კის ფან­ჯა­რას­თან სულ ორი ადა­მი­ა­ნი იყო - ლულუ და კარ­ლო, შენი დიდი ბებო, ნა­თე­ლა, კი ტე­ლე­ფონ­ში ლექ­სებს იძახ­და. მა­რი­კომ ისე შე­ას­რუ­ლა, 100-ჯერ მე­ტად შე­მიყ­ვარ­და. მი­ხა­რია, რომ შენც მო­ას­წა­რი მა­რი­კოს შეყ­ვა­რე­ბა. ყვე­ლამ ვის­წავ­ლეთ სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ შენ აღარ ხარ...

აუჰ, შენ იქ­ნე­ბო­დი ლე­ვა­ნის მთა­ვა­რი მე­გო­ბა­რი, შენს ხელ­ში აიდ­გამ­და ფეხს, ის­წავ­ლი­და ხატ­ვას, ხმებ­ში სიმ­ღე­რას. რომ გა­იზ­რდე­ბა შენს Apple Music-ს მივ­ცემ, თან ავუხ­სნი, რომ შენ და­უთ­მე. ახლა ჩემი და შენი ტან­საც­მე­ლი მი­სიც გახ­დე­ბა და თან ეცო­დი­ნე­ბა, რომ შენი სხე­უ­ლის სით­ბოს ატა­რებს. გი­ლო­ცავ, თუ სად­მე ხარ, მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი მა“ - წერს მუ­სი­კო­სი.

"გვა­ჯის" ცხოვ­რე­ბა­ში 2019 წელი ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მისი და ტე­ლე­წამ­ყვან ლულუ კა­ხი­ა­ნის სა­ერ­თო შვილ­მა ლენო გვარ­ჯა­ლა­ძემ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე.

მუ­სი­კოსს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან უფ­რო­სი ვაჟი ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ლულუ კა­ხი­ან­თან ორი გო­გო­ნა ლენო და ნინი. ლუ­ლუ­სა და გვა­ჯის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ ყო­ფი­ლა.

მუ­სი­კო­სის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ "გვა­ჯი" და მა­რი­კო თურ­მან მი­ქე­ლა­ძე უკვე წლე­ბია ერ­თად არი­ან. განაგრძეთ კითხვა