ომეგა 3-ის შემცველი პრეპარატების დანიშვნა საკვები დანამატის სახით ბოლო წლებში გახშირებული ტენდენციაა. გავრცელებული შეხედულებით, ის ყველაზე საჭირო და უსაფრთხო ნივთიერებაა და ყველა ასაკის ადამიანს სჭირდება. აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ არის და ამ დანამატის მიღება გარკვეულ რისკებს შეიცავს მათთვის, ვისაც ამ პრეპარატს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლიდან უნიშნავენ. სინამდვილეში ეს დანამატი ამ დროს რისკს უფრო ზრდის და არითმიებს იწვევს. ეს დასკვნა 9-წლიანი კვლევის შედეგად გაკეთდა. ამის შესახებ ექიმმა ნუტციოლოგმა მარი მალაზონიამ გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„ინფორმაცია, რომელიც მაყურებელმა პირველად მოისმინა ჩვენს გადაცემაში, დღეს პროფესიონალთა განხილვის საგანია. ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციამ გაანალიზა 2010-2019 წლის ჩათვლით ათიათასობის ადამიანზე შეგროვილი უზარმაზარი მასალა და ამდენი ადამიანის მაგალითზე დაყრდრნობით, გამოაქვეყნა დასკვნა, რომ არ არის უწყინარი ომეგა 3-ის დანამატების მოხმარება იმ ადამიანებში, ვისაც ტრიგლიცერიდების მომატება აღენიშნებათ და ამ დანამატს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად უნიშნავენ. სწორედ ამ ადამიანებისთვის ომეგა 3-ის დანამატების მიღება გარკვეული რაოდენობით, გარკვეული სქემის დარღვევით, შეიძლება არითმიის მიზეზი გახდეს. ეს სულ ახალი ინფორმაციაა და რა თქმა უნდა, მისი გამოქვეყნების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა“ - ამბობს მარი ლამაზონია.
ნიშნავს თუ არა ეს დასკვნა იმას, რომ თევზის, განსაკუთრებით კი ცხიმიანი თევზის მოხმარება საზიანოა. ახალ კვლევაში ამ კითხვაზეც არის პასუხი:
„პირიქით, ომეგა 3, რომელიც თევზის შემადგენლობაშია, ყველაზე სასარგებლო პროდუქტია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად, ასევე ამ დაავადებიბის მართვის დროს. ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ამცირებს ანთებით პროცესებს და არის თრომბის წარმოქმნის საუკეთესო ხელისშემშლელი პროდუქტი. განსხვავებით ომეგა 6-გან, რომელიც ბევრად უფრო თრომბოგენულია. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის კარდილოგთა ასოციაციის დასკვნა არ ეხება თევზს, როგორც საკვებ პროდუქტს, საუბარია ომეგა სამის დანამატის დანიშვნის იმ ისტერიაზე, რომელიც ბოლო დროს დამაზარალებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. ომეგა 3-ის დანამატის დანიშვნა ტრიგლიცერიდების შესამცირებლად პირიქით ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების და განსაკუთრებით არითმიის რისკს“ - აცხადებს მარი მალაზონია.