მას შემდეგ, რაც ბავშვი სამყაროს მოევლინება, მშობლებისგან მთელი რიგი თვისებები გადაეცემა მემკვიდრეობით. როგორ მუშაობს ეს გადამცემის მექანიზმი?
გასაკვირია, მაგრამ ადამიანური ცხოვრების მთელი საიდუმლო უმცირეს ძაფებში იმალება, რომლებსაც სპეციალისტები დნმ-ს, იგივე დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას უწოდებენ. სწორედ მასშია თავმოყრილი ყველა დიდი თუ პატარა ოჯახური საიდუმლო. უჯრედის ბირთვში 46 ქრომოსომაა, ისინი თავის მხრივ კი 50 000 – 100 000 გენს შეიცავენ, რასაც თითოეული ადამიანი მემკვიდრეობით იღებს, ნახევარს დედისგან, ნახევარს კი - მამისგან.
ჩვენს ორგანიზმში თოთოეულ ქრომოსომას წყვილი ჰყავს. სულ ასეთი 23 წყვილია. ადამიანი თითო მშობლიდან თანაბარი რაოდენობით იღებს ქრომოსომებს.
ნუ იფიქრებთ, რომ თითოეული გენი ერთ მკაფიოდ განსაზღვრულ ანატომიურ, ფიზიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ ნიშანს შეესაბამება. მაგალითად, თვალისა და თმის ფერი, ყურის ფორმა და სხვა. სინამდვილეში, ყველაფერი უფრო რთულადაა. ერთმნიშვნელოვანი შესაბამისობა გენებსა და ფიზიკურ თვისებებზე, რომლებსაც ბავშვები მშობლებისგან იღებენ, არ არსებობს.
მაგალითად, ბავშვს ქერა თმა შესაძლოა დედისგან ერგოს მემკვიდრეობით, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მამას უფრო დაემსგავსოს. ან კიდევ თვალის ფერი ბაბუისგან ერგოს, ფორმა კი დედისგან. ეს გენების კომბინაციის საოცარი თამაშია, რაც ადამიანის მრავალფეროვნებას განაპირობებს. მათ შორის, დებსა და ძმებს შორის. მილიარდიდან მხოლოდ ერთი შანსია, რომ ერთ ოჯახში დაბადებული ორ ბავშვი გენეტიკურად მსგავსნი იქნებიან.
თეორიულად, შანსი, გოგონა დაიბადება თუ ბიჭი, ერთნაირია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არის ოჯახები, სადაც მხოლოდ გოგონები ან ბიჭები იბადებიან. როგორ შეიძლება ეს აიხსნას? ერთადერთი, რაც დაზუსტებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ბავშვის სქესს სპერმატოზოიდი განსაზღვრავს. თუ კვერცხუჯრედში მოხვდება X ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდი, გოგონა დაიბადება. ხოლო, თუ სპერმატოზოიდი ატარებს Y ქრომოსომას, ბიჭი გაჩნდება. გარდა ამისა, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის სქესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დღესაა ოვულაცია. ცნობილია, რომ Y ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდი უფრო აქტიური და მობილურია X ქრომოსომის მატარებელ სპერმატოზოიდთან შედარებით, თუმცა ისინი დიდხანს არ ცოცხლობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოვულაციის პერიოდში უფრო დიდი შანსია, რომ ბიჭი გაჩნდეს. ხოლო თუ თქვენ ოვულაციამდე 3-4 დღით ადრე ან ოვულაციის შემდეგ გექნებათ ურთიერთობა, დიდი ალბათობით, გოგონა დაიბადება.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში, გენები, რომლებსაც მშობლებისგან ვიღებთ, გადამწვეტ როლს თამაშობენ. შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და პირობებზე, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახდენს დიდ გავლენას, რა ფორმით გამოვლინდება გენეტიკური ნიშნები, მათ შორის, დაავადებები.
სისხლის ჯგუფი იმაზეა დამოკიდებული, შაქრის რომელი მოლეკულა მდებარეობს ერითროციტების ზედაპირზე. განასხვავებენ რამდენიმე ტიპს: A, B, AB, O. A ტიპის შემთხვევაში ბავშვს მე-2 ჯგუფის სისხლი ექნება, B ტიპის დროს მესამე, ერთდროულად A და B ტიპის შემთხვევაში მე-4 ჯგუფი, ხოლო, O ტიპის დროს პირველი ჯგუფის სისხლი. მშობლებს, რომლებსაც მე-2 და მე-3 კგუფის სისხლი აქვთ, შეიძლება შეეძინოთ პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ბავშვი. ხოლო თუ დედას და მამას, ორივეს პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, ბავშვი მხოლოდ ამ ჯგუფის სისხლით დაიბადება.
ორსულობის სხვადასხვა ვადაზე, 11-13 კვირასა და 16-20 კვირაზე გარკვეული გამოკვლევები ტარდება. გამოკვლევის პირველი ეტაპი ექიმ-გენეტიკოსთან საუბარი და სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებაა. მეორე ეტაპია ულტრაბგერითი გამოკვლევა სპეციალისტის მიერ. კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ჩატარებული ყველა კვლევის საფუძველზე განისაზღვრება სხვადასხვა რისკი: მათ შორისაა: დაუნის სინდრომი, ედვარდსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, კორნელია დე ლანგეს სინდრომი, სმიტ-ლემლი-ოპიცის სინდრომი, ცენტრალური ნერვული სისტემის დეფექტები და სხვა. კვლევის შედეგის სიზუსტე 95 %-მდეა. პრენატალური სკრინინგი - ეს მეთოდი ორსულობის პერიოდში მომავალი ბავშვის პრობლემების რისკის შეფასებას ითვალისწინებს. მართალია, ხშირად ანალიზების სიზუსტე 70%-ს არ აღემატება და შედეგის მიღებასაც 2-დან 5 კვირამდე სჭირდება, თუმცა, ამ გზით სპეციალისტები ქალის სისხლს შეისწავლიან, ითვალისწინებენ მის ასაკს, წონას ულტრაბგერითი გამოკვლევის მონაცემებს, რომლებიც 10-13 და 16-20 კვირაზეა გაკეთებული.
რაც შეეხება სიმსუქნეს, თუ ის კვების რაციონზეა დამოკიდებული, მაშინ მემკვიდრეობით არ გადაეცემათ. მაგრამ მეტაბოლური დარღვევები შესაძლოა თაობიდან თაობას გადაეცეს, თუმცა არა ყოველთვის. აუცილებელია, მომავალი მამის აღნაგობის გათვალისწინებაც.
საბედნიეროდ, გენის ორი ასლი იქმნება. თუ მუტაცია ერთ გენში წარმოიშვა, საშიში არაფერია. მაგრამ თუ დომინანტ გენში მოხდება, გენეტიკური დაავადებები ბავშვებს მემკვიდრეობით გადაეცემათ.
თუმცა, მეცნიერება, რა თქმა უნდა, ერთი ადგილზე არ დგას და ვითარდება. თანამედროვე მეთოდებით შესაძებელია არა მხოლოდ ბავშვის სქესის დაგეგმვა, არამედ იმის გარკვევაც, მიიღებს თუ არა ის დეფექტურ გენს. ამას პრენატალური დიაგნოსტიკა ეწოდება.
ორსულობის 11-12 კვირაზე ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლებელია ბავშვის განვითარების შეფასება. მაგალითად, სწორედ ამ ვადაზე შეიძლება დაუნის სინდრომის ალბათობაზე გადამოოწმება.
მეორე ულტრაბგერით გამოკვლევას ქალი ორსულობის 20-22 კვირაში იკეთებს და ამ დროს სახის, კიდურებისა და შინაგანი ორგანოების განვითარების დარღვევების უმრავლესობა ჩანს. 30-32 კვირაზე კი შეიძლება ბავშვის განვითარების შეფერხება დაფიქსირდეს. ქალის სისხლში ცილის დონის განსაზღვრა ასევე ეხმარებათ ქრომოსომული ანომალიებისა და ზოგიერთი მანკის გამოვლენისას. სპეციალისტები ამ პროცესს ბიოქიმიურ სკრინინგს უწოდებენ.
რომელი დაავადებები გადაეცემათ ბავშვებს გენეტიკურად - დაავადებები და გენეტიკა