ზაფხულში განსაკუთრებით იმატებს მწერების ნაკბენები და მათ მიერ გამოწვეული უსიამოვნებები. კოღოს, თუ სხვა მწერის ნაკბენი განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა სახიფათო. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა პირველადი დახმარება უნდა გავუწიოთ მწერის ნაკბენის დროს.
იცოდით, რომ
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დაახლოებით 107 მილიარდი ადამიანი დაიბადა და მათგან დაახლოებით 48 მილიარდი მდედრი კოღოს ნაკბენით დაიღუპა.
კოღო 100-ზე მეტი პოტენციურად მომაკვდინებელი დაავადების გადამტანია. მათ შორის ისეთი დაავადებების როგორიც არის: მალარია, ყვითელი ციება, დანგეს ციება, ენცეფალიტი და ელეფანტიზმი.
დღესაც კი ყოველ 12 წამში ეს მწერი ერთერთ ჩვენგანს კლავს. რისკის ქვეშ ძირითადად ის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც აზიის, აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპუკილ რეგიონებში ცხოვრობენ.
იცოდით, რომ
მხოლოდ მდედრი კოღო წოვს სისხლს, მამრი კი მხოლოდ ნექტრით იკვებება.
ის სისხლს კვერცხის დებისთვის საჭიროებს.
იცოდით, რომ
კოღოს ნესტარი ანუ ხორთუმი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალო საწრუპი. ის შედგება 6 ცალ-ცალკე გრძელი და წვრილი ნაწილისგან - ნემსებისგან, რომლებიც დაცულია გარეთა ტუჩით.
დიახ, ისინი გარჭობენ არა 1, არამედ 6 ნემსს!
ზოგიერთ მათგანს აქვს სამართებელივით მჭრელი კბილები, რომლებიც ჭრის კანს.
კოღოს ხორთუმის ამ ნემსებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს:
ზოგი კანში სისხლძარღვებს პოულობს,
ზოგს კოღოს ნერწყვი შეჰყავს.
ნერწყვში შედის 100-ზე მეტი სხვადასხვა ნივთიერება, რომელთა უმეტესობა ორგანული ნივთიერებები - ეგრეთწოდებული ენზიმებია
მათი დანიშნულებაა სისხლის შედედების შეჩერება და ნაკადის გაძლიერება.
არსებობს აგრეთვე სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც ადგილობრივი გაუტკივარებისთვის გამოიყენება.
როგორც კი ისინი შიგნით შევა, მსხვერპლი ვერაფერს ვეღარ იგრძნობს სანამ კოღო არ გაფრინდება და ნაკბენი ადგილი არ მოექავება.
იცოდით, რომ
კოღოები მსხვერპლის საძებრად სინათლეზე არ მიდიან. კარგი, თუ ისინი სინათლეზე არ მიდიან, მაშ როგორღა გვპოულობენ? მათ ბევრი ხერხი იციან, მაგრამ ძირითადად ყნოსვით გვაგნებენ. უფრო ზუსტად, ისინი ყნოსვით გრძნობენ სხეულის სითბოს, და კიდევ ერთ რამეს, რასაც ყველა მსუნთქავი სულიერი განუწყვეტლად გამოყოფს: ნახშირორჟანგს, ანუ CO2-ს. ყოველ ამოსუნთქვაზე ადამიანი იზიდავს მფრინავ მავნებლებს. კოღო ჰაერში ნახშირორჟანგის სულ მცირე დაგროვებასაც კი 20 მეტრზე გრძნობს.
პირველი დახმარება მწერების ნაკბენის დროს - რეკოტინის გელი
კოღოს ნაკბენი არც ისე უვნებელია, როგორც ბევრს ჰქონია. უსიამოვნო შედეგების რისკი ამ შემთხვევაში საკმაოდ მაღალია. კბენის თავიდან ასაცილებლად, ცხადია უმჯობესია გამოვიყენოთ კოღოსა თუ მოსკიტების საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა 100%-იანი დაცვის გარანტიას არც ეს იძლევა. ამიტომ, თუ მწერმა მაინც უკბინა თქვენს პატარას, აუცილებელია ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ.
კოღოს, ქინქლის ნაკბენი
კოღოს ნერწყვი შეიცავს პროტეინს, რომელიც წარმოადგენს ალერგენს.
კბენის შემდეგ ხდება ჰისტამინის გამოთავისუფლება თავს იჩენს ალერგიული რეაქცია.
კოღოს ნაკბენს ორგანიზმი პასუხობს 3 სახის რეაქციით:
ადგილობრივი - სიწითლე კბენის ადგილიდან 10 სმ-ის დიამეტრში, შეშუპება, ქავილი, ტკივილი-წვის შეგრძნება; ზოგადტოქსიური - ქავილის დროს შეიძლება გაჩნდეს ნაკაწრები, მოხდეს ეპიდერმისის დაზიანება, ნაკბენის გაღიზიანება, შედეგად პათოგენის შეჭრა და ანთებითი რეაქცია, ტემპერატურის მომატება, ციებ-ცხელება, გულისრევა-ღებინება; ალერგიული რეაქცია - ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.
კოღოს, ქინქლის ნაკბენის შემთხვევაში, დაიტანეთ ნაკბენ ადგილზე სპეციალური გელი, რომელიც ქავილს მოგიხსნით, ინფექციის შეღწევას თავიდან აგარიდებთ და დაგეხმარებათ ჭრილობის მოშუშებაში (მაგალითად, რეკოტინის გელი).
ეგზოტიკური ბრაზილიური ხის Carapa Guaianensis თესლიდან მიღებული ექსტრაქტი ანდირობას ზეთი შეიცავს ლინოლის მჟავას, პალმიტინის მჟავას, სტეარინის მჟავას, ტერპენოიდებს ლიმონოიდებს - რომლებიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ ძირითადი ალკალოიდი - ანდირობინი - მას გააჩნია ადგილობრივი დამარბილებელი მოქმედება ტანინს გააჩნია ანტისეპტიკური და შემკვრელი მოქმედება, იცავს ბაქტერიული ინფექციისგან და ამცირებს შეშუპებას გააჩნია მწერების მიმართ რეპელენტური მოქმედება, რაც რიგი კვლევებით არის დადასტურებული
პროფილაქტიკურ ღონისძიებები:
მწერების საწინააღმდეგო ბადეების დატანება ფანჯრებსა და კარებზე. რეპელენტები გამოიყენება ადგილობრივად სპრეის, ლოსიონისა და მალამოს სახით. ფუმიგატორები, ე.წ. ელექტრო ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენება დახურული შენობების დეზინსექციისთვის. ალერგიისადმი მიდრეკილ პირებს შეუძლიათ ბუნებრივი საშუალებების გამოყენება, მაგ: პიტნა, ბარამბო, დარიჩინი, მიხაკი, კედრის ზეთი.
შეიცავს 100% ნატურალური ეთერზეთებს არ შეიცავს DEET-ს (ზომიერად ტოქსიური პესტიციდი)
შეიცავს 100% ნატურალური ეთერზეთებს არ შეიცავს DEET-ს (ზომიერად ტოქსიური პესტიციდი)
R