ეს ვირუსი გულის დაავადებებს და მენინგიტს იწვევს - რა უნდა იცოდეთ კოქსაკის ვირუსზე? თურქეთს მასობრივად ტოვებენ ბავშვიანი ტურისტები, რადგან იქ კოქსაკის ვირუსი გავრცელდა საკმაოდ სწრაფად, განსაკუთრებით ქვეყნის ზღვის კურორტებზე. განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია ამან რუს და უკრაინელ ტურისტებში, რომლების ბავშვებიც დაავადდნენ ამ ვირუსით და რუსეთში უკვე მოუწოდებენ კიდეც მათი ქვეყნის მოაქალაქეებს, რაც შეიძლება მეტად დაიცვან სიფრთხილის ზომები და გაუფრთხილდნენ ბავშვებს.
თურქეთის ნესტიანი და ცხელი კლიმატი იდეალურია ამგვარი ეპიდემიის გასავრცელებლად. ამ ვირუსის ვაქცინა არ არსებობს, მხოლოდ სიმპტომებთან შეიძლება ბრძოლა. კოქსაკის ვირუსი ერთგვარი ენტეროვირუსული დაავადებაა, რომელიც კუჭნაწლავის ინფექციის სახით გადაეცემა, თუმცა ჰაერწვეთოვანი გზითაც გადადის. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, დიარეა, გამონაყარი მთელ სხეულზე და მათ შორის პირის ღრუშიც და ძლიერი გაუწყლოება. საშიში იმითაა, რომ გართულების შემთხვევაში შეუძლია დააზიანოს გული, გამოიწვიოს მიოკარდიტი, ასევე იქცეს მენინგიტის მიზეზას.
დაავადების საინკუბაციო პერიოდი 2-დან 10 დღემდე გრძელდება. პირველი ნიშნებია მაღალი ტემპერატურა და სისუსტე, როგორც ჩვეულებრივი გაციებისას. უფრო დაწვრილებით ამ ვირუსის შესახებ იხილეთ სტატია