"ქართველი ირინა შეიკი" მირანდა შელია რუსი მილიარდერების რძალი გახდა - ფოტოები და ვიდეო საქორწინო ცერემონიიდან - მშობლები

"ქართველი ირინა შეიკი" მირანდა შელია რუსი მილიარდერების რძალი გახდა - ფოტოები და ვიდეო საქორწინო ცერემონიიდან

2021-05-31 07:15:02+04:00

ცნობილი მოდელი მირანდა (მიმი) შელია, რომელსაც ასევე იცნობენ, როგორც ქართველ ირინა შეიკს, ახლახან გათხოვდა. მისი რჩეული ცნობილი მილიარდერის იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილია, გრიგორი.

გრიგორი სკანდალურად ცნობილი ბლოგერია. წლების წინ სახელი იმით გაითქვა, რომ ქუჩაში გამოდიოდა და ფულის საფასურად ხალხს უჩვეულო რამეებს სთავაზობდა.

ერთ-ერთ ვიდეოში ახალგაზრდა ბიჭი საჯარო სივრცეში გააშიშვლა ფულისთვის. ამ ყველაფერს სოციალურ ექსპერიმენტს უწოდებდა. ჯერ კიდევ 16 წლისას პირადი თანაშემწე ჰყავდა, მის ვიდეოებს კი ასი ათასობის ნახვა ჰქონდა.

mshoblebi

რაც შეეხება მირანდას, ის როსტოვშია დაბადებული და წლებია ცნობილი ფოტომოდელია. ეს მისი მეორე ქორწინებაა - მანამდე ცნობილი რუსი ფეხბურთელის ცოლი იყო. სინამდვილეში უფრო ადრეც, 20 წლის ასაკში იყო გათხოვილი, თუმცა ამ ქორწინებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს ახალგაზრდული შეცდომა იყო და მალევე დაცილდა ქმარს.

mshoblebi

საქორწინო ცერემონიას მისი მეგობრები ესწრებოდნენ, მათ შორის მისი ცნობილი მეგობარი ქეთი თოფურია.

გაიგეთ მეტი მირანდას შესახებ:

altროგორ ჩხუბობდა მიმი შელია ქართველობის გამო და რა გეგმები აქვს ირინა შეიკის ქართველ ორეულს