"მონსტრი კორონა კი არ წასულა ჩემგან, მთელი ორსულობა იმალებოდა და ახლა გამძვინვარდა" - ირინა ბაირამაშვილი მეორე მშობიარობის შემდეგ გადატანილ კორონავირუსზე - მშობლები

"მონსტრი კორონა კი არ წასულა ჩემგან, მთელი ორსულობა იმალებოდა და ახლა გამძვინვარდა" - ირინა ბაირამაშვილი მეორე მშობიარობის შემდეგ გადატანილ კორონავირუსზე

2021-05-31 08:05:19+04:00

მომღერალი ირინა ბაირამაშვილი ცოტა ხნის წინ მეორე შვილის დედა გახდა. თუმცა მშობიარობამდე, ორსულობის პერიოდში დაუდასტურდა კორონა და მშობიარობის შემდეგ მდგომარეობა გართულდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"პა­ლა­ტა 306... ბრძო­ლა კო­რო­ნას­თან ორ­სუ­ლო­ბის 37-ე კვი­რას... 2 მა­ისს ვი­კე­თებ ტესტს და აჩ­ვე­ნებს და­დე­ბითს. იმ მო­მენ­ტში, რა თქმა უნდა, არც მი­ფიქ­რია სა­კუ­თარ თავ­ზე, ვფიქ­რობ, მუც­ლად მყოფ ჩემს შვილ­ზე და კი­დევ იმა­ზე, რომ ორ­სუ­ლებს ეს ყვე­ლა­ფე­რი მსუ­ბუ­ქად გა­და­აქვთ...

მე­ო­რე დღი­დან­ვე და­მე­წყო სა­ში­ნე­ლი სიმპტო­მე­ბი, სი­სუს­ტე, სი­ცხე, მაგ­რამ რა უნდა მექ­ნა ორ­სულს, არც არა­ფე­რი, მხო­ლოდ სი­თხე­ე­ბი, რო­მელ­საც ვერ ვსვამ­დი, არა­ნა­ი­რი წა­მა­ლი, მაგ­რამ ვა­ტყობ, რომ დღი­თი დღე ძა­ლი­ან ცუ­დად ვხდე­ბი - ხვე­ლა მე­მა­ტე­ბა, სი­ცხე ისევ მაქვს. ამა­სო­ბა­ში, გა­დის 6 დღე და ბოლო ძა­ლებს ვიკ­რებ. მე-7 დღეს ჩა­ვიც­ვი, წა­მო­ვე­დი კლი­ნი­კა­ში და ვფიქ­რობ, რომ ორ-სამ დღე­ში სახ­ლში ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ შე­მოვ­დგი თუ არა ფეხი, მივ­ხვდი, რომ ორი-სამი დღე ნამ­დვი­ლად არ იყო საკ­მა­რი­სი. უკვე შე­მი­პყრო სა­ში­ნელ­მა დეპ­რე­სი­ამ, დანი რო­მე­ლიც ერთი დღე მყავს უჩე­მოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი, მეტი არა, დავ­ტო­ვე...

ჩა­მიდ­გეს პირ­ვე­ლი კა­თე­ტე­რი და ცრემ­ლე­ბი მომ­დის... თავს ვერ ვი­კა­ვებ, არც ვცდი­ლობ შე­ვი­კა­ვო, კა­რებ­ში ჩემი და მამ­ხნე­ვებს, მაგ­რამ ისიც ძლივს იკა­ვებს თავს, რომ არ იტი­როს... ექი­მე­ბი თავს დამ­ტრი­ა­ლე­ბენ, ცის­ფერ სკა­ფან­დრებ­ში მხო­ლოდ თვა­ლე­ბი უჩანს (ეს ცალ­კე სტრე­სია). მო­მამ­ზა­დეს, გა­მო­ი­ტა­ნეს ეტლი, "ამით ავიყ­ვან­თო", რა თქმა უნდა, გა­ვაპ­რო­ტეს­ტე და ლიფ­ტით ავე­დი... შე­ვე­დი პა­ლა­ტა­ში, ლო­გინ­ზე დავ­ჯე­ქი და თავი სიზ­მარ­ში მგო­ნია, იმი­ტომ რომ ალ­ბათ 9 წლის ვი­ყა­ვი, ბო­ლოს გრი­პი რომ შემ­ხვდა და პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, 3 დღე ვი­წე­ქი კლი­ნი­კა­ში... ამ ფიქ­რებ­ში ვი­ყა­ვი და გვი­ან მივ­ხვდი, რომ პა­ლა­ტა­ში კი­დევ ერთი ორ­სუ­ლი გოგო იყო, გა­მი­ხარ­და. ეგ­რე­ვე ვკი­თხე, რო­დის, რა­ტომ და რა სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და, ორი­ვე სა­შინ­ლად ვახ­ვე­ლებ­დით... ამა­სო­ბა­ში მიდ­გა­მენ პირ­ველ გა­დას­ხმას... ის ღამე არ მძი­ნე­ბია, მთე­ლი ღამე ვტი­რო­დი... შე­მო­დის ექი­მი, გვა­რი­გებს, მაგ­რამ არა­ფე­რი მეს­მის... სულ მინ­და ვიწ­ვე... ბავ­შვის გუ­ლის ცემა, სა­ტუ­რა­ცია, წნე­ვა, ანა­ლი­ზე­ბის­თვის სის­ხლის აღე­ბა, ცის­ფე­რი სკა­ფან­დრის შრი­ა­ლის ხმა და ჩემი გუ­ლის ცემა... გა­დას­ხმა, გა­დას­ხმა, გა­დას­ხმა... ასე გაგ­რძელ­და 7 დღე.

დად­გა 13 მა­ი­სი... ამ დროს ჩემს მე­ო­რე ბავ­შვსაც მო­უნ­და გა­რეთ გა­მოს­ვლა... მიყ­ვარს ციფ­რი 13... 13 აპ­რი­ლი მე და 13 მა­ი­სი სანი... გა­ვემ­ზა­დე, ერთი ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქე და ორ სა­ათ­ში სანი გაჩ­ნდა, მაგ­რამ აქ იწყე­ბა მთა­ვა­რი. ორი წა­მით და­ვი­ნა­ხე, ვი­კი­თხე: - ხომ კარ­გად არის - მეთ­ქი და ეგ იყო, ბავ­შვი ეგ­რე­ვე სხვა­გან წა­იყ­ვა­ნეს, მე შე­მიყ­ვა­ნეს პა­ლა­ტა 306-ში. მგო­ნია, რომ ეს კოშ­მა­რი დამ­თავ­რდა, მაგ­რამ კი არ დამ­თავ­რდა, და­ი­წყო...

ისევ სკა­ფან­დრის შრი­ა­ლი, ისევ ექი­მე­ბი... მოკ­ლედ, ეს მონ­სტრი კო­რო­ნა ჩემ­გან კი არ წა­სუ­ლა, პი­რი­ქით, მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბა იმა­ლე­ბო­და და ახლა გამძვინ­ვარ­და, გაბ­რაზ­და, ყვე­ლა ანა­ლი­ზი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რი მო­დის და ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა, კა­ტე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია. აქ უკვე იწყე­ბა კო­რო­ნა მონ­სტრთან ბრძო­ლა. ორი უსაყ­ვარ­ლე­სი გოგო დამ­ხვდა პა­ლა­ტა­ში, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს არ დავ­კარ­გავ. ხან ვტი­რი, ხან ვი­ცი­ნი, ხან ვმღე­რი, ხან ვლო­ცუ­ლობ... ის­ტე­რი­კა მჭირ­და... გა­რეთ ჩემი ერთი შვი­ლი მე­ნატ­რე­ბო­და, შიგ­ნით ჩემი მე­ო­რე შვი­ლი, ქმა­რი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მამ­ხნე­ვებ­დნენ, ისი­ნი რომ არა, არ ვიცი რა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ისევ ამ რე­ა­ლო­ბა­ში და სი­თეთ­რე­ში, რომ ბრუნ­დე­ბი, ღმერ­თო არა­ვის ვუ­სურ­ვებ... სა­ნის ის­ტე­რი­უ­ლად ვკი­თხუ­ლობ და ვუგ­ზავ­ნი რძეს იქ, სა­დაც არა კო­ვიდ­ზო­ნა არის, ალ­ბათ ასე­თია სა­პყრო­ბი­ლე და მე, რო­გორც პა­ტი­მა­რი ისე ვარ. ექთ­ნე­ბის მე­ა­სე მო­რი­გე­ო­ბას ვუს­წრებ... ჩემი ორი თა­ნა­მე­პა­ლა­ტე გა­წე­რეს, მე დავ­რჩი მარ­ტო, აქ უკვე იუ­მო­რით ვუ­ყუ­რებ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ მა­ინც მე­ტი­რე­ბა, გრძელ­დე­ბა ეს კოშ­მა­რი. არას­დროს, არას­დროს არ ინერ­ვი­უ­ლოთ ეკო­ნო­მიკ­ურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, კა­რი­ე­რა­ზე, სმა-ჭა­მა­ზე, მხო­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბაა... ამა­ზე მთა­ვა­რი არა­ფე­რია და არც იმა­ზე კი­დევ, რომ კო­ვი­დი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პი, ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთელ სხე­ულ­ში გყავს, დაგ­ცი­ნის და გან­გრევს მთლი­ა­ნად... მონ­სტრი გახ­რჩობს და დაგ­ცი­ნის...

და აი, უკვე მე­თექ­ვსმე­ტე დღეა კლი­ნი­კა­ში ვარ... ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა, ოღონდ იყოს ჯან­მრთე­ლად და ჰყავ­დეს ჯან­მრთე­ლი შვი­ლი. უკვე ვცო­ცხლდე­ბი, ვა­ტყობ ენერ­გია მე­მა­ტე­ბა. სიმ­ღე­რა მო­მინ­და... აღარც სკაფ­ნად­რის შრი­ა­ლის მე­ში­ნია და კი­დევ ლო­დი­ნის რე­ჟი­მი, ალ­ბათ ორ­შა­ბათს გა­მო­მიშ­ვე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სიკ­ვდილს სა­დღაც შორს ნისლში მოვ­კა­რი თვა­ლი... ძა­ლი­ან გა­უფრ­თხილ­დით თავს, ძა­ლი­ან, ყვე­ლა ორ­სუ­ლი და არა­ორ­სუ­ლი... ამა­სო­ბა­ში ჩემს სახ­ლში ვარ­დე­ბი აყ­ვავ­და, რომ­ლის ყვა­ვი­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, ის ერთი ცალი რომ იშ­ლე­ბა და მერე მოყ­ვე­ბა უამ­რა­ვი... სახ­ლში მინ­და...

გა­თენ­და მეჩ­ვიდ­მე­ტე დღე... მე­თერ­თმე­ტე დღე, რაც ჩემი სანი არ მი­ნა­ხავს. მე­ცა­მე­ტე ან­ტი­ბი­ო­ტი­კი... მე­თერ­თმე­ტე ფრაქ­სი ჭი­პის ქვეშ... ანა­ლი­ზებ­ში წინსვლა და­მე­წყო. ვგრძნობ, რომ აქეთ ვბრუნ­დე­ბი. ალ­ბათ, ორ­შა­ბათს, მე და ჩემს შვილს ერ­თად გაგ­ვწე­რენ. უკვე ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით ვუდ­გე­ბი, ვფიქ­რობ, პა­ლა­ტა 306-ს აი­ვა­ნი ხომ არ მო­ვა­შე­ნო. არც ვფიქ­რობ იმა­ზე, რა იქ­ნე­ბა მე და ჩემი შვი­ლე­ბის შეხ­ვედ­რა... აუ, რო­გორ მე­ნატ­რე­ე­ე­ე­ბი­ან ღმერ­თო... დღეს ალ­ბათ მთე­ლი ღამე თვალს ვერ მოვ­ხუ­ჭავ... მგო­ნი, ბოლო ცის­ფერ სკა­ფან­დრი­ა­ნი შე­მო­ვი­და, კა­თე­ტე­რი მომხსნა და კი­დევ ერთხელ ამი­ღო სის­ხლი. ეს, იცით რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა? გე­გო­ნე­ბა, ხე­ლი­დან ბორ­კი­ლებს გხსნიდ­ნენ...

ესეც მეთ­ვრა­მე­ტე დღე... გვწე­რენ... მე ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ, მაგ­რამ მა­ინც შიში დამ­ჩემ­და... სკა­ფან­დრის შრი­ა­ლის და კა­რე­ბის შე­მო­ღე­ბის. მე­ში­ნია, ბავ­შვს რომ ხელ­ში ავიყ­ვან, გული არ წა­მი­ვი­დეს. დღე­ი­დან ახალ ცხოვ­რე­ბას ვი­წყებ ჩემს ორ ბი­ჭთან, არა სამ ბი­ჭთან (მი­კუ­ნა) ერ­თად... უფა­ლო, მად­ლო­ბა რომ სულ ჩემ­ში ხარ. მად­ლო­ბებს კი­დევ ბევ­რს მო­ვიხ­დი და მო­ვუხ­დი. გული ისე მი­ცემს, ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ. მამა გი­ორ­გის და­ვუ­რე­კე გა­ვა­ხა­რე. ისევ სკა­ფან­დრი, ისევ თეთ­რი კედ­ლე­ბი, ისევ სი­ჩუ­მე და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ფიქ­რი. კა­რის ხმა, ექთა­ნი: - ბა­ი­რა­მაშ­ვი­ლი მო­ემ­ზა­დე, კლი­ნი­კას ტო­ვებ! უკან არ მი­მი­ხე­დავს ისე გა­მო­ვე­დი პა­ლა­ტი­დან, გა­ვი­ა­რე თეთ­რი დე­რე­ფა­ნი, თით­ქოს კა­თარ­ზი­სი ყო­ფი­ლი­ყოს და გან­წმენ­დი­ლი ვუბ­რუნ­დე­ბო­დი სამ­ყა­როს, გავ­ხსე­ნი ერთი კარი, მე­ო­რე, მე­სა­მე, დარ­ჩა ბოლო კარი, იმის იქით უკვე გარე სამ­ყა­როა, ექთან­მა პა­ტა­რა ბიჭი მო­მა­წო­და ხელ­ში... გა­მარ­ჯო­ბა, სანი! მე დე­და­შე­ნი ვარ. ასე ჩა­ხუ­ტე­ბულ­მა გა­მო­ვიყ­ვა­ნე და გა­და­ვეშ­ვით სამ­ყა­როს ორომ­ტრი­ალ­ში..."