"ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მა ისეა აწყო­ბი­ლი, რომ ბავ­შვებს 12 წელი ვა­წა­მებთ" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში? - მშობლები

"ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მა ისეა აწყო­ბი­ლი, რომ ბავ­შვებს 12 წელი ვა­წა­მებთ" - რატომ არ დაჰყავს ვახტანგ მეგრელიშვილს შვილები სკოლაში?

2021-06-01 07:16:29+04:00

"გირ­ჩის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, პარ­ლა­მენ­ტარმა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა რა­ტომ არ და­ყავს სკო­ლა­ში შვი­ლე­ბი. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ნა­წყვეტს:

ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი:

- ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მა ისეა აწყო­ბი­ლი, რომ ბავ­შვებს 12 წელი ვა­წა­მებთ. მათ მორ­ჩი­ლე­ბას ვაჩ­ვევთ, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ფსი­ქი­კით ვზრდით. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში თუ მორ­ჩი­ლი არ იქ­ნე­ბო­დი, შე­იძ­ლე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მო­ე­კა­ლი. დღე­საც საბ­ჭო­თა სის­ტე­მა გვაქვს. ხორ­ცის სა­კეპ მან­ქა­ნა­ში ვა­ტა­რებთ ყვე­ლას, რომ ერ­თნა­ი­რი პრო­დუქ­ტი მი­ვი­ღოთ. ბავ­შვე­ბი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბი­ან ერ­თნა­ი­რი, უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა ერ­თნა­ი­რად გა­ვა­უ­ბე­დუ­როთ სხვა­დას­ხვა ნი­ჭის ადა­მი­ა­ნე­ბი. მე სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი მო­ვა­ცი­ლე ამ მა­ხინჯ სის­ტე­მას, ისი­ნიც ჩემს სკო­ლა­ში დამ­ყავ­და და სამი წე­ლია, აღარ ვუშ­ვებ. "ნი­უ­ტონ­ში" რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მა შე­ვა­სუს­ტეთ, მაგ­რამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა რე­ფორ­მე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ახლა პო­ლი­ტი­კურ ველ­ზეა მო­სა­გე­ბი ეს ბრძო­ლა. სა­ჭი­როა ყვე­ლას დარ­წმუ­ნე­ბა, რომ მშობ­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა შვი­ლის აღ­ზრდა და არა სა­ხელ­მწი­ფო­სი. თუ გა­ვა­გე­ბი­ნეთ, ეს იქ­ნე­ბა და­სა­წყი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის, რაც ასე სჭირ­დე­ბათ ბავ­შვებს.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი არ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რომ სკო­ლა­ში არ უშ­ვებთ? ატეს­ტა­ტის გა­რე­შე ხომ უმაღ­ლეს­ში სწავ­ლას ვერ შეძ­ლე­ბენ?

- რაში სჭირ­დე­ბათ ატეს­ტა­ტი? გა­ნათ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად იღე­ბენ. ძი­რი­თა­დად, ჩემი მე­უღ­ლეა და­კა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბით, მეც ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩემი ორი გო­გო­ნა და ერთი ვაჟი სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მით ცხოვ­რო­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემი უფ­რო­სი გო­გო­ნა, 16 წლის მა­რი­ა­მი ფა­რი­კა­ო­ბის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. სპორ­ტსმე­ნია, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს და ცხოვ­რე­ბის თა­ვი­სი გზა მინ­და იპო­ვოს. შუ­ა­თა­ნა, ნა­თია, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მუ­სი­კით, კი­თხვით, პროგ­რა­მი­რე­ბას სწავ­ლობს და ისეთ რა­ღა­ცებს აკე­თებს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. უმ­ცრო­სი, კონ­სტან­ტი­ნე, 10 წლი­საა და მას­თან სახ­ლში და­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს.

თუ არ გა­ინ­ტე­რე­სებს სა­გა­ნი, რა­ტომ უნდა ის­წავ­ლო? ეს სი­გი­ჟეა! გა­ნათ­ლე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ბავ­შვე­ბი ვერ იღე­ბენ პა­სუხს, რა­ტომ უნდა გა­ი­ღონ ასე­თი მსხვერ­პლი, რომ ყვე­ლა სა­გა­ნი ის­წავ­ლონ. ჩვენს ოჯახ­ში ბავ­შვებს ვუ­ყუ­რებთ, რო­გორც სრულ­ფა­სო­ვან ადა­მი­ა­ნებს.

- ბავ­შვებს უნ­დათ სახ­ლში ყოფ­ნა?

- მე, რო­გორც მშო­ბელ­მა, მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. კი ბა­ტო­ნო, როცა ბავ­შვე­ბი სახ­ლში არი­ან, მეტი ენერ­გი­ის და დრო­ის და­ხარ­ჯვა გვი­წევს, მაგ­რამ არ ვწუ­წუ­ნებ. განაგრძეთ კითხვა