სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ფოტოს ურთავს, რომელზეც თვალცრემლიანი სასოწარკვეთილად გამოიყურება. "სრულიად მოულოდნელად, ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა", - წერს ის. როგორც ირკვევა, მარიამს რთული პერიოდის გავლა მოუწია, რა დროსაც, მისი თქმით, მეგობრები განუდგნენ, მათ შორის, ია ფარულავა და დალი ჩიტალაძე, კუკუნაშვილი პოსტში ამ ყველაფერზე ვრცლად წერს:

"არ ვიცი, რატომ მომინდა ამ ყველაფრის თქვენთვის მოყოლა, მაგრამ მომინდა. იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის უღრესად პატივსაცემმა ქალბატონმა ბაია დვალიშვილმა მთხოვა, რომ ქალები ჩემი მიღწევებით და საუცხოო მოგზაურობებით აღმეფრთოვანებინა, წარმატების საიდუმლო გამეზიარებინა (მას ამ თხოვნას ახლა ვუსრულებ), ან იქნებ იმიტომ, რომ დისქავერის Editor chief - ს ჩემი სოციალური მედიის შემხედვარეს გული სწყდებოდა, რომ ნამდვილ მარიამს არ იცნობდნენ - სუსტს, მეგობრების და ადამიანების სიყვარულით აღსავსეს...
მოკლედ, მეგობრებო, სექტემბერში პირადი ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა და ორი თვე ყოველ საღამოს ჩემს ატირებულ შვილებს გვერდით ვეჯექი და ოთხივე ერთად ვტიროდით. შვილები ისე მყავდა ტრავმირებული, 10 წლის ბავშვებმა ისიც კი მითხრეს, დნმ-ის ანალიზი ჩავიტაროთ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ნამდვილი დედა ხარ და შენც არ მიგვატოვებო.