"მე დედა ვარ და ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ..." - ნუკი კოშკელიშვილი ბავშვის მეტყველებასა და განვითარებაზე - მშობლები

"მე დედა ვარ და ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ..." - ნუკი კოშკელიშვილი ბავშვის მეტყველებასა და განვითარებაზე

2021-06-18 06:41:25+04:00

ცოტა ხნის წინ ნუკი კოშკელიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ მისი შვილი არ ლაპარაკობს და საამისოდ დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართა. მან მაშინ პატარ-პატარა გაკვეთილებიც უჩვენა მშობლებს. ახლა კი გადაწყვიტა, ცოტა მეტი ესაუბრა ამ თემაზე და ლაივი ჩაწერა:

"ბავშვთა განვითარება, მეტყველება და საქციელი, ჩემი გამოცდილება...

ჩემი პირადი გამოცდილება, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ჩემი რჩევა როგორც პროფესიონალის. მე დედა ვარ და ჩემ გამოცდილებას გიზიარებთ, თუ იქნა სურვილი და მოთხოვნა, კიდევ ვისაუბროთ ამ თემაზე. არ მოგატყუებთ, ვინერვიულე და ვერც კი გავეცი თქვენს კითხვებს პასუხი, აუცილებლად გავაკეთებ კიდევ ლაივს და ვეცდები მეტად გესაუბროთ თქვენ. გაუფრთხილდით შვილებს, ჯანმრთელობას გისურვებთ".

alt"ამ თემაზე არასდროს არ მილაპარაკია... ჩემი შვილი მალე იქნება 3 წლის და არ ლაპარაკობს..." - ნუკი კოშკელიშვილი