7 წლის ბავშვის წამებისთვის თბილისში დედა და მამინაცვალი დააკავეს - მშობლები

7 წლის ბავშვის წამებისთვის თბილისში დედა და მამინაცვალი დააკავეს

2021-06-19 10:12:50+04:00

პო­ლი­ცი­ამ ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ წა­მე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლის­ში ორი პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ წა­მე­ბის ფაქ­ტზე, არას­რულ­წლოვ­ნის მა­მი­ნაც­ვა­ლი - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ს. და დედა - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.დ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 9-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მ.დ. და მისი მე­უღ­ლე - ა.ს. არას­რულ­წლო­ვანს - 2014 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.დ.-ს დას­ჯის მიზ­ნით აწა­მებ­დნენ, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ხა­სი­ა­თით, ინ­ტენ­სი­ვო­ბით და ხან­გრძლი­ვო­ბით იწ­ვევს ძლი­ერ ფი­ზი­კურ ტკი­ვილს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ა.ს. და მ.დ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და ტარ­დე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა.

არას­რულ­წლო­ვა­ნი, თა­ვის მცი­რე­წლო­ვან ძმას­თან ერ­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის მიერ გა­დაყ­ვა­ნი­ლია უსაფრ­თხო ად­გი­ლას.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ წა­მე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-144 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ე“ და „ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.