ამ რეცეპტით მომზადებულ კერძს გემრიელად დააგემოვნებენ უფროსებიც და პატარებიც ამ რეცეპტით მომზადებულ კერძს გემრიელად დააგემოვნებენ უფროსებიც და პატარებიც.
დაგჭირდებათ:
კარტოფილი – 500 გრ
ფარში (საქონლის ან ქათმისაც შეგიძლიათ) – 250 გრ
ხახვი – 100 გრ
მაგარი ყველი – 100 გრ
არაჟანი – 100 გრ
ზეთი, მარილი, პილპილი
მომზადება:
ფარში 2-3 წუთით მოშუშეთ ტაფაზე. დაუმატეთ თხლად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი. კიდევ სამი წუთი შუშეთ.
კარტოფილი თხელ ფირფიტებად დაჭერით.
გამოსაცხობ ფორმას ზეთი წაუსვით. დაადეთ ზედ კარტოფილის ფენა, ზემოდან მოათავსეთ ფარშის ერთი ფენა. მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით ცოტა არაჟანი.
კიდევ დააწყვეთ კარტოფილი, ხახვიანი ფარში, ყველი და არაჟანი.
ბოლო ფენა კი იქნება დარჩენილი კარტოფილი, გახეხილი ყველი და არაჟანი.
გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 45-50 წუთით.