თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა - მშობლები

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

2021-06-24 07:42:56+04:00

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც 24-27 ივნისს გაიმართება.

მის: „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის #118, მე-11 პავილიონი.

წიგნის ფესტივალს ტრადიციულად უერთდება გამომცელობა „პალიტრა L“, რომელიც ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაიკავებს ადგილს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, მათ სივრცეში მისულ სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის გამოცემული წიგნები, 20-დან 70%-მდე ფასდაკლება. იხილეთ კატალოგი: https://cutt.ly/onXRjj5

გამომცემლობა „პალიტრა L“ დიდი ფასდაკლებების გარდა საყვარელ ავტორებთან შეხვედრასაც სთავაზობს. ღია სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა პრეზენტაციები, სადაც ცნობილი ქართველი ავტორები გამომცემლობა „პალიტრა L“-ის უახლეს წიგნებს წარადგენენ. პრეზენტაციების გრაფიკი ასეთია

გაითვალისწინეთ, რომ პავილიონში შესასვლელად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველი დღისა და საათის დასაჯავშნად საიტზე: www.tbilisibookfestival.ge, დასწრება თავისუფალია.

გასულ წელს კოვიდპანდემიის გამო ფესტივალი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, წელს კი ძველებურად ექსპო ჯორჯიაში რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.

მოდი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალიზე გამომცემლობა პალიტრა L-ის სტენდთან და მიიღე ნებისმიერ შენაძენზე საჩუქრები (სანიშნი, სტიკერი, ჩანთა, თერმოსი, ჭიქის დასადები, ბლოკნოტი, წიგნი და სხვა)