საკუთარ ბავშვობას თუ გადახედავთ, ალბათ უმრავლესობას ეზოში თამაში ერჩივნა წიგნის კითხვას, ახლა კი ეზო თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა.
ასეთ დროს, მშობელი ზრუნავს, რომ შვილს მხატვრული ლიტერატურა შეაყვაროს და იწყებს შესაბამისი წიგნის შერჩევას.
მნიშვნელოვანია, რომ წიგნი მაქსიმალურად ზუსტად შეეფერებოდეს ბავშვის ასაკს. აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge კი მუდმივად ამატებს სიახლეეებს როგორც უფროსებისათვის, ასევე, ბავშვებისთვის, სხვდასხვა ჟანრისა და ასაკის მიხედვით.
ხმოვანი სახით მიღებულ ინფორმაციას ბავშვი უკეთ ამუშავებს და სწრაფად იაზრებს, იზრდება ფანტაზიის უნარიც. წიგნის გაცნობის ეს ფორმა მეტად საინტერესო და სახალისო იქნება ლიტერატურის პატარა მოყვარულებისათვის.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით აუდიოწიგნების პირველი პლატფორმა gudabooks.ge საბავშვო აუდიოწიგნებზე 30%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.
24-27 ივნისის განმავლობაში სასურველი აუდიოწიგნის ფასდაკლებით შეძენას ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანი შეძლებს, რადგან საიტზე სხვადასხვა ჟანრის ასობით აუდიოწიგნია მოცემული.
აუდიოწიგნები ბავშვებისთვის
აუდიოწიგნები განსაკუთრებით მოსახერხებელია და სასიამოვნოა ზაფხულში, როდესაც ხანგრძლივი მგზავრობა გვიწევს. მოსაწყენი მგზავრობების გახალისებას განსაკუთრებით წარმატებულად ბავშვები შეძლებენ. გარდა ამისა, ვინაიდან, პანდემიის გამო წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვები კომპიუტერის საშუალებით ესწრებოდნენ გაკვეთილებს და თვალებზე დიდ ზეწოლას განიცდიდნენ, ზაფხულში დასვენებას ნამდვილად იმსახურებენ.
აუდიოწიგნი მხოლოდ მოსმენას მოითხოვს, ბავშვების განწყობაზე დადებითად მოქმედებს და მათ ფანტაზიის განვითარებაშიც ეხმარება. გარდა ამისა, ყველა წიგნი პროფესიონალი მსახიობის მიერ არის გახმოვანებული. დახვეწილი და მოწესრიგებული ხმა, რიტმი ბავშვისთვის სამაგალითო გახდება და გამართულ მეტყველებას მიეჩვევა.
შეგახსენებთ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით 30%-იანი ფასდაკლება „გუდას“ ყველა აუდიოწიგნზეც გავრცელდება.