თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის შვილი ქორწინდება - ორიგინალური ხელის თხოვნა და ატირებული შეყვარებულები (ფოტო-ვიდეო) - მშობლები

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის შვილი ქორწინდება - ორიგინალური ხელის თხოვნა და ატირებული შეყვარებულები (ფოტო-ვიდეო)

2021-06-25 12:40:56+04:00

ფეხბურთელი ვატო არველაძე, რომელიც ერთადერთია არველაძეების „კლანიდან“, ვინც ფეხბურთს გაჰყვა, ქორწინდება. თეონა თავართქილაძის და რეზი არველაძის სარძლო მაკუნა ზედაშიძეა. წყვილს რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ხელის თხოვნით დაგვირგვინდა.

მაკუნასთვის ხელის თხოვნის ამბავი იმდენად ემოციური იყო, რომ მთავარ კითხვაზე პასუხიც კი ვერ დაუბრუნა ვატოს, თუმცა მისი ემოციებით ყველაფერი გასაგები გახდა. ვატოს მეგობრებს ქაღალდზე დაწერილი სათითაო სიტყვა ეჭირათ ხელში, რომლითაც მთავარი შეკითხვა გამოდიოდა - „მაკ will you marry me?”

mshoblebi

ბედნიერებისგან ატირებული საპატარძლო გულისსწორმა დაამშვიდა, გახარებული სადედამთილო კი ცეკვითა და გართობით გამოხატავდა სიხარულს.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

თეკლა ჟვანია