"კომედი შოუს" მსახიობს, ლაშა გაბუნიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი მეგობრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ტექსტს, სადაც ვკითხულობთ, რომ მამაკაცი სასწრაფოდ ძვირადღირებულ ოპერაციას საჭიროებს.
დეტალების გასარკვევად Ambebi.ge ვახო ბიჭიკაშვილს დაუკავშირდა:
- დაახლოებით ორი წელია, რაც ლაშას ეს პრობლემები აღმოაჩნდა. არაერთი ოპერაცია გაიკეთა, თურქეთშიც გაკეთდა ოპერაცია, შემდეგ საქართველოშიც, მაგრამ ეს ფაქტობრივად უშედეგო აღმოჩნდა. პრობლემა აქვს კიდევ, რომელიც თურქეთში უნდა მოგვარდეს.
ლაშა გაბუნიას შესახებ პოსტი საზღვარგარეთ მკურნალობის სერვისმაც გაავრცელა.
მათი ცნობით, გაბუნია რამდენიმე წლის წინ ავარიაში მოჰყვა, რამაც მისი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია. განაგრძეთ კითხვა