ვინ იყო ბიჭი, რომელმაც მტკვარში ჩავარდნილი მოზარდი გოგონა გადაარჩინა და თავად გარდაიცვალა - მშობლები

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც მტკვარში ჩავარდნილი მოზარდი გოგონა გადაარჩინა და თავად გარდაიცვალა

2021-07-04 18:37:21+04:00

თბი­ლის­ში მტკვარ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი და­იხ­რჩო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარდ გო­გო­ნას ფეხი და­უც­და და წყალ­ში გა­და­ვარ­და. ახალ­გაზ­რდა კაც­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა სცა­და - გა­და­არ­ჩი­ნა, თუმ­ცა თა­ვად ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო. გავრცელებული ინფორმაციით, მან ცურვა არ იცოდა.

როგორც გაირკვა, გარ­დაც­ვლი­ლი შოთა ქარ­სე­ლა­ძე იყო, მეტსახელად გოშე. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლაშა მესხი პოსტს ავრცელებს:

"შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში...

ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე....

მშვიდად განისვენე ძმაო გოშე... გმირები არ კვდებიან.

იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს)".