შორენა ბეგაშვილს დღეს დაბადების დღე აქვს და სოციალურ ქსელში მეგობრები აქტიურად ულოცავენ.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქალიშვილმა - ევა ბარბაქაძემ მიულოცა. ფერადი თაიგული მიართვა დედას.

"გილოცავ, ჩემო ულამაზესო და ყველაზე კარგო ადამიანო. მიყვარხარ დედუნა", - დაწერა ევამ სოციალურ ქსელში.

ასევე მიულოცა შორენას იუბილე მიჯნურმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და პერიოდულად შორენა მას სტუმრობს ხოლმე. რჩეულმა შორენას თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგული გამოუგზავნა და ფეიერვერკების დღესასწაული მოუწყო ფანჯრების წინ.
