ხელოვანი ხალხი ალბათ, ანდერძსაც კრეატიულად უდგება:
1. ჩარლი ჩაპლინმა მილიონი დოლარი დაუტოვა ყველაზე მოხერხებულ მწეველს
ცნობილმა კომიკოსმა ანდერძიც კი სახალისო დატოვა. მილიონს მიიღებს ის, ვინც პირიდან სიგარეტის კვამლის 5 რგოლს გამოუშვებს და მეექვსეს მათში გაატარებს. დავალება მეტისმედად რთული აღმოჩნდა და ანდერძის პირობა დღესაც შეუსრულებელია.
2. ალენ დელონი და მისი ძაღლი
ფრანგულ ყოველკვირეულ Paris Match-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ალენ დელონმა ახსენა, რომ მას სურს მოკვდეს თავის ძაღლ ლობოსთან ერთად. ”თუ ის ჩემზე ადრე მოკვდება, იმედი მაქვს, რომ სხვა ძაღლს არ ავიყვან. იმ შემთხვევაში, თუ ადრე მოვკვდები, ვეტერინარს ვთხოვ, რომ მას ინიექცია გაუკეთოს და ჩემს ხელებში გარდაიცვალოს”, - თქვა მსახიობმა. სხვათა შორის, დელონის 35 გარდაცვლილი შინაური ცხოველი დაკრძალულია მისი სახლის ბაღში და თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი საფლავის ქვა.
3. კიმ კარდაშიანი და მაკიაჟი
რეალითი შოუს ვარსკვლავმა ანდერძის დაწერა უკვე მოასწრო. მართალია მას არ უხსენებია ვის რა ქონებას უტოვებს, თუმცა მისი სურვილია, რომ კუბოში ლამაზი მაკიაჟით, ლამაზი ტანსაცმლით და მანიკიურით მოათავსონ, ყველაფერი უკვე არჩეული აქვს.
განაგრძეთ კითხვა