მომღერალ სალომე ბაკურაძეს დაბადების დღე აქვს და უამრავი მილოცვა მიიღო მეგობრებისგან და ახლობლებისგან. თუმცა მთავარი ალბათ მისი მეუღლის და მისი შვილის მამის - ლაშა ბასლანძის მილოცვაა:
"ღმერთო, რა მაგარია, რომ ეს ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე ჩემთვის! მიყვარხარ, ცა! გილოცავ, ცა! სულ იცინე, ცა! თორემ მე უმაგისოდ სუნთქვა არ შემიძლია! შენს დაბადების დღეს გილოცავ, ცა".
