"ტვ პირველის" ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ, რომელიც 5 ივლისს მომხდარი თავდასხმის დროს, გარდაცვლილ ოპერატორთან, ლექსო ლაშქარავასთან ერთად იმყოფებოდა, თავდსხმის დეტალები იმავე დღეს ტელეგადაცემაში გაიხსენა.
ჟურნალისტმა მოჰყვა, თუ როგორ გაუსწორდნენ მათ ძალადობრივი ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისში. მირანდა ბაღათურიას თქმით, მასზე პირველმა სასულიერო პირმა იძალადა. "პირველების" კორესპონდენტმა გაიხსენა, რომ "სირცხვილიას" ოფისში ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც საპატრულო ეკიპაჟების დამატებითი ძალები ადგილზე არ გამოიძახა.
"პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე, გამიზნული წიხლი და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ეხლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო, ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ ჟურნალისტიაო, ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში 20 წუთის განმავლობაში, უმოწყალოდ ურტყამდნენ, მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს და 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ", - გაიხსენა მირანდა ბაღათურიამ. განაგრძეთ კითხვა