ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ ჩანდა ბოლო პერიოდში. მისი თქმით, მას მეორედ შეხვდა კოვიდი. პირველისგან განსხვავებით, ამჯერად უსიმპტომოდ, რაც სავარაუდოდ ანტისხეულების დამსახურებაა. თუმცა იმ 4 ადამიანს შორის, რომლებიც იყვნენ ერთ კლასტერში, ერთმა საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. დეტალებზე თიკა ვიდეოში მოგიყვებათ.