ჯპს-ს საჩუქარი ახალბედა მშობლებს - მშობლები

ჯპს-ს საჩუქარი ახალბედა მშობლებს

2021-07-16 05:36:36+04:00

„ჩემი გამოჩენა მხიარულ სამყაროში“ - ეს ის მნიშვნელოვანი და ღირებული სოციალური პროექტია, რომელსაც ჯპს-ს სააფთიაქო ქსელი ახალბედა მშობლებს სთავაზობს.

15 ივლისიდან ყველა მშობელს, რომელიც ჯპს აფთიაქში შვილის დაბადების მოწმობას წარადგენს, საჩუქრად გადაეცემა 25 ლარიანი ვაუჩერი. პროექტში ჩართვა შესაძლებელი იქნება ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში.

გარდა ვაუჩერისა, ახალბედა მშობლები მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებენ 40%-მდე ფასდაკლებით ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის წამყვან ბრენდებზე.

აღსანიშნავია, რომ პროექტი არის გრძელვადიანი და ჯპს-ს სააფთიაქო ქსელი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, პროექტში ჩართულ მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზებს საინტერესო აქციებსა თუ საჩუქრებს.

R