მომღერალმა მარიკა თხელიძემ და მისმა მეუღლემ გიორგი მანველიძემ ქორწილი ბათუმში გადაიხადეს. წყვილი რამდენიმე თვეა ოფიციალურ ქორწინებაშია, თუმცა ქორწილი დღემდე არ ჰქონიათ.
მარიკას რჩეული, გიორგი მანველიძე ქართული ოცნების დეპუტატია. ისევე როგორც მარიკა, გიორგიც იმყოფებოდა მანამდე ქორწინებაში. მას ორი შვილი ჰყავს - 13 წლის რეზო და 8 წლის ბარბარე. მარიკას კი ერთი ბიჭი - ნიკოლოზი.
მარიკა თხელიძე 27 წლის იყო, როცა დედა გახდა, თუმცა იმ დროს მეუღლესთან უკვე დაშორებული იყო და ბავშვის გაზრდა მარტოს მოუხდა, დედის დახმარებით. mshoblebi.ge-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკოლოზს მამასთან აქტიური ურთიერთობა არ აქვს და ეს მისი მიზეზით არ ხდება.
"მე ვარ უმამოდ გაზრდილი და ჩემთვის ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა, ამ საკითხს მარტივად ნამდვილად არ ვუყურებ. ყოველთვის მინდოდა, ჰქონოდა ჩემს შვილს, ის რაც მე მაკლდა. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ვარ და ჩემთვის ადვილი არ იყო ოჯახის დანგრევა, გადაწყვეტილებაც მარტივად ან დაუფიქრებლად არ მიმიღია. მაგრამ ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამისგან დაზღვეული არავინ არის" - აცხადებდა მარიკა, რომელიც დღეს ძალიან ბედნიერია საყვარელი მამაკაცის გვერდით.