რა წავაკითხოთ მოზარდებს? - ეს კითხვა ალბათ ბევრ მშობელს აწუხებს, ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე კატეგორიის წიგნი თანამედროვე თინეიჯერებისთვის, რომელთა წაკითხვისას ისინი აღმოაჩენენ რაღაც ახალს ცხოვრებაზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, წარმატებასა და მიღწევებზე, სწავლასა და ურთიერთობებზე. და რაც მთავარია, ამ წიგნების შეძენას „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში და Biblusi.ge-ზე, სპეციალური ფასდაკლებით შეძლებთ.

ომის დროინდელი ბიოგრაფიები მარკუს ზუზაკმა თავის რომანებში გააცოცხლა. ახალგაზრდა მწერალი უკვე ექვსი რომანის ავტორია, მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სწორედ „წიგნის ქურდია“, სადაც ბავშვის თვალით დანახულ ომზე ვკითხულობთ. მოვლენები 1939 წელს ვითარდება. წიგნი ჩაგვაფიქრებს იმაზე, თუ რა რთულია ცხოვრება. რისი გამოწვევა შეუძლია ომს. ამბავს თავად სიკვდილი ჰყვება. სიკვდილი ამბობს, რომ ადამიანებმა თავი მას მოაბეზრეს. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად, ჰიმელსტრიტზე ცხოვრობს. მისი მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობელზე, ეს ჰიმელს-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. წიგნი მსოფლიო-ბესტსელერია და მისი წარმატებული ეკრანიზაციაც არსებობს.

"ხანდახან შეიძლება ერთი ბრძოლა წააგო, მაგრამ ომს, როგორც წესი, ხულიგნები იგებენ." მაილზ ჰოლტერი უიღბლო თინეიჯერია უცნაური ჰობით ცნობილი ადამიანების უკანასკნელ სიტყვებს სწავლობს. ფრანსუა რაბლეს სიტყვებით შთაგონებული მაილზი გადაწყვეტს ეძიოს "დიადი შესაძლოა" და სასწავლებლად მშობლებისგან მოშორებით, "კალვერ კრიკში"გაემგზავრება. ახალი მეგობრები, ალასკა იანგი, ჩიპ მარტინი და ტაკუმი ჰიკოჰიტო ბიჭის ცხოვრებას სრულიად ცვლიან. მომხიბვლელი, სიცოცხლით სავსე, უშიშარი, რისკიანი ალასკა ყველა სახიფათო წამოწყების სული და გულია. მაილზ ჰოლტერს გოგონა უყვარდება, შემდეგ კი...

ოდესღაც დიდებული ოჯახი, გაღატაკების შემდეგ, ციხე-დარბაზიდან პატარა კოტეჯში გადასახლდება. სამი დიდან ყველაზე უმცროსი, ცხრამეტი წლის ფერა იძულებულია, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, საშიშ ტყეში ინადიროს. ერთ დღეს ფერა ტყეში მგელს მოკლავს. იმავე საღამოს, მას შინ მხეცისმაგვარი არსება შურის საძიებლად მიადგება. მომაკვდინებელი მაგიით მოცულ მხარეს ფერა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებიდან იცნობს და მალე აღმოაჩენს, რომ მისი დამატყვევებელი ცხოველი კი არა, ტემლინია - საშიში, უკვდავი ფეა.
16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს _ წერილი სულ ხუთი ცალია, იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც ხუთივე წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა.
სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი,სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა, უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა და რომ ამქვეყნად ოჯახი ყველაფერზე მთავარია.
შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც ვერასდროს შეეხები? სტელა გრანტს უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს. ამჟამად სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას. ერთადერთი რამ, უილ ნიუმენს უნდა, ამ საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ ანაღვლებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...

როგორ უნდა მიხვდეს, ვისი ნდობა შეიძლება, როცა საკუთარ თავსაც ვერ ენდობა? და თუ ხელებზე დაიხედავს და დაინახავს წარწერას: „ფლორა, იყავი მამაცი“, იქნებ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლადაც მიიღოს. ფლორას ანტეროგრადული ამნეზია აქვს, დღიდან დღემდე არაფერი ამახსოვრდება: არც მეგობრის ხუმრობა, არც მშობლების დარიგებები, ისიც კი არ ახსოვს, რამდენი წლისაა. შემდეგ იმას აკოცებს, ვისაც, წესით, არ უნდა აკოცოს და... მეორე დღეს ეს ახსოვს! უფრო მეტიც, ეს ამბავი მომნევნო დღეებშიც არ ავიწყდება. მაგრამ ის ბიჭი სადღაც გაუჩინარდა. ფლორა ფიქრობს, რომ არქტიკაში გაემგზავრა. დაუბრუნდება გოგონას მეხსიერება, თუ დრეიკს შეხვდება? - ვინ იცის! და მაინც, ფლორამ უნდა სცადოს!