არა მარტო ჰემოგლობინს რგებს, არამედ საუკეთესოა იმუნიტეტისთვის და სასიცოცხლო ძალების აღსადგენად 1. სტაფილოს წვენი – ყველაზე კარგი შედეგი აქვს, კვირაში 3-4 ჭიქას თუ მიიღებთ. ერთი ჭიქა წვენის მომზადებას დაახლოებით ნახევარი კილოგრამი სტაფილო სჭირდება.
2. მარწყვი – ბუნებრივია, უფრო ეფექტურია ცოცხალი ნაყოფი.
3. ჭარხალი – შეიძლება, რომ გახეხოთ ან წვენის სახით მოამზადოთ.
4. თაფლის, ნიგვზისა და შტოშისგან დამზადებული ნარევი - შესანიშნავია სისხლში ჰემოგლობინის მოსამატებლად. უნდა აურიოთ თანაბარი პროპორციებით.
5. ასკილი თაფლით - ასკილის ნაყენი, თაფლგარეული, არა მარტო ჰემოგლობინს რგებს, არამედ საუკეთესოა იმუნიტეტისთვის და სასიცოცხლო ძალების აღსადგენად.
6. დაბოლოს, პროდუქტები, რომლებიც სულ უნდა იყოს თქვენს რაციონში: წიწიბურა, ვაშლი, ჟოლო, ბროწეული, კვერცხი, საქონლის ხორცი. ეს უცვლელი პროდუქტები ყველაზე მეტად ჰემოგლობინის ამაღლებას ემსახურებიან.