მის გრანდიოზულ ქორწილს პრეზიდენტიც ესწრებოდა... თუმცა ქორწინება მაინც დაირღვა - მშობლები

მის გრანდიოზულ ქორწილს პრეზიდენტიც ესწრებოდა... თუმცა ქორწინება მაინც დაირღვა

2021-07-30 18:28:48+04:00

ეს ულამაზესი გოგონა თურქული სერიალებიდან ბევრმა შეიყვარა. 29 წლის ესრა ბილგიჩი ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა და 10 წლიდან სასკოლო თეატრში თამაშობდა. სკოლის მერე სტამბოლის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა მაინც მსახიობობისკენ გაუწია გულმა.

სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილებზე ჩაეწერა და იქ აღმოაჩინა თურქმა პროდიუსერმა მეჰმეტ ბოზდაგუმ. სწორედ მან შესთავაზა პირველი როლი, რომელიც წარმატებული გამოდგა.

mshoblebi

მალე ესრა ჩვეულებრივი ვარსკვლავი გახდა - ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე გამოჩნდა, საყოველთაო ყურადღება მიიპყრო და წარმატებულად გათხოვდა კიდეც.

2017 წელს ცნობილ თურქ ფეხბურთელზე გეკხან ტერეზე იქორწინა. ქორწილს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მისი ცოლიც ესწრებოდნენ.

თუმცა წყვილი დაშორდა 2019 წელს.

mshoblebi

დღეს ესრა ძირითადად პროექტებით არის დაკავებული და პირადი ცხოვრება დროებით გვერდზე გადადო.