"თუ ინფიცირებულთა მატება ასეთი ტემპით გაგრძელდა, კლინიკებში ადგილების დეფიციტი, უბრალოდ, დროის საკითხია... შესაძლებელია, დროული ჰოსპიტალიზაცია გართულდეს" - მშობლები

"თუ ინფიცირებულთა მატება ასეთი ტემპით გაგრძელდა, კლინიკებში ადგილების დეფიციტი, უბრალოდ, დროის საკითხია... შესაძლებელია, დროული ჰოსპიტალიზაცია გართულდეს"

2021-08-03 08:23:21+04:00

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება ასეთი ტემპით გაგრძელდა და მათი რაოდენობა არ შემცირდება, კლინიკებში ადგილების დეფიციტის შექმნის რისკი უბრალოდ, დროის საკითხია.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წინა დღეებთან შედარებით, დღეისთვის ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შედარებით მცირეა.

"4827 შემთხვევა მართლაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პრაქტიკულად, დავუბრუნდით 2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ციფრებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 4-5 ათასი ინფიცირებული და 5 დეკემბერს იყო 5 450 შემთხვევა, რაც საქართველოს პანდემიის ისტორიაში ყველაზე მაღალი ფიცრია, თუმცა ახლანდელი 4827 შემთხვევა სხვა კონტექსტშიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არა მხოლოდ მაღალი რაოდენობა გვაქვს ერთი დღის განმავლობაში ინფიცირებული რაოდენობის, ასევე ე.წ. აქტიური შემთხევევების მაღალი რაოდენობა გვაქვს. აქტიური შემთხვევების უკან დგას აუცილებლობა ამ ადამიანების სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სამედიცინო სექტორზე დატვირთვა ასეთი მაღალი რაოდენობის აქტიური შემთხვევების პირობებში ძალიან გაზრდილია და აუცილებლობა იმისა, რომ პაციენტების გარკვეული რაოდენობა ასეთი ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე მოხვდეს სტაციონარებში, შესაძლებელოა მიმდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში ასეთი მაღალი ციფრების შემთხვევაში უკვე პრობლემური გახდეს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დღეს ქვეყანაში კიდევ დამატებით გამოვყოთ საწოლების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს, თუმცა, ეს რესურსი უსასრულო არ არის. დღეისთვის ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა შედარებით მცირეა, წინა დღეეებს თუ შევადარებთ და არ აღემატება 700-ს, ერთი, რაც პრობლემას არ ქმნის ჯერჯერობით, ეს არის კრიტიკული მედიცინისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატები",-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია დროული ჰოსპიტალიზაცია გართულდეს.

"ყველაფერი ამის უკან პირველ რიგში, დგას კორონავირუსის მუტაცია, "დელტა“ ვარიანტი, რომელიც დღეს ქვეყანაში უფრო მეტად არის გავრცელებული, სწორედ მისი ზემოქმედებაა უფრო მეტი ინფიცირებული ადამიანი. ასევე, კორონავირუსის „დელტა“ვარიანტისთვის დამახასიათებელია მიმდინარეობის უფრო მეტი სიმძიმე, ვიდრე ეს გვქონდა „ბრიტანული“ შტამის შემთხვევაში და ვიდრე ეს იყო პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა“,-განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის წინა კვირის სტატისტიკური მონაცემებით, ახალ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 50% არის „დელტა“ ვარიანტი და უკვე პროგნოზულად, აგვისტოს დასაწყისში სწორედ „დელტა“ ვარიანტი გახდა ქვეყანაში დომინანტი.