24 წლის მეგი გონჩაროვი თავის ამბავს უამბობს საზოგადოებას და დახმარებას სთხოვს:
- 2020 წლის თებერვლის თვეში მეგობართან სტუმრად ყოფნისად გადმოვვარდი მეორე სართულიდან და მას შემდეგ ვარ შშმ პირი. მაქვს ხერხემლის სპინალური შოკი, ასევე ხერხემალში მაქვს ძვლის ფრაგმენტი დარჩენილი, რომელზეც მესაჭიროება ოპერაცია. ბევრი რეაბილიტაციის და მკურნალობის შემდეგ მაინც მაქვს გაუსაძლისი ტკივილები. რამდენიმე დღის უკან დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს საფრანგეთში გამგზავრება, მკურნალობის ჩატარება, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს სამგზავრო ბილეთის თანხა არ გვაქვს. ასევე მყავს პატარა, რომელიც ხელოვნურ კვებაზეა და მთელი ჩემი ფინანსები მიაქვს მის კვებას...
ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ შესაძლებლობა, რომ დამეხმაროთ ბილეთის შეძენაში, მინდა ისევ გავიარო და ისევ დაუბრუნდე დამოუკიდებელ ცხოვრებას, დამოუკიდებლად მივხედო ჩემს პატარა შვილს.
ვისაც ჩემი დახმარების სურვილი გექნებათ, გიტოვებთ ჩემი ანგარიშის რეკვიზიტებს:
GE18TB7672845061100093 საქართველოს ბანკი
მიმღები მეგი გონჩაროვი
GE66LB0711167802782000 ლიბერთი ბანკი
GE18TB7672845061100093 თბს ბანკი მიმღები მეგი გონჩაროვი
ყველას ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის, თქვენც ჯანმრთელობას და საუკეთესოს გისურვებთ.