საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი - 21 წლის ლაშა ბექაური სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით, ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ჟურნალი "გზა" ლაშას ბებიას, ქალბატონ ეთერ წიკლაურს დაუკავშირდა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ემოციური სტატიიდან, მთლიანი მასალა კი შეგიძლიათ, ჟურნალში იხილოთ:
"დიდი ხანია, რაც ლაშიკო ამას მეუბნება, - ჩამოდი, ბაბო, ჩამოდიო... ოჯახის წევრების ერთად ყოფნა ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა, ეგ სიტყვები რომ მოვისმინე, მესიამოვნა... ჩამოვალ და ჩემს ოჯახთან
ერთად ვიქნები..."
"7 წლისაც არ იყო ლაშა, როცა ბიძა, ანუ ჩემი ერთ-ერთი შვილი გარდაეცვალა. ალბათ, კარგად არ ახსოვდა, მაგრამ ოჯახის წევრებს დამწუხრებულს რომ გვხედავდა, უნდოდა, სულ ბიძაზე ესაუბრა, რთული სიტუაციიდან გამოვეყვანეთ. დაღონებულს რომ დამინახავდა, მოვიდოდა და მომეფერებოდა, - ბაბო, ასეთი დაღონებული ნუ ხარ, რა, გეხვეწებიო... მინდოდა თუ არა, ცრემლები უნდა შემემშრალებინა და მოვფერებოდი..."
"ყველა და ყველაფერი უყვარდა: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები... ყველა ასაკის ადამიანთან ურთიერთობდა. ზოგთან კურდღლისთვის მიდიოდა - ის კურდღელი მომეცი, ლამაზი თვალები რომ აქვს, უნდა გავაშენოო. ჰყავდა მტრედები..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი