თუ ბავშვს არასაკმარისად ეფერებიან, ტვინის ეს ნაწილი ატროფირდება და მისი იმუნური სისტემა ზარალდება ჩახუტება იმაზე სასარგებლოა, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. კვლევები ადასტურებს, რომ ჩახუტება ადამიანებს ფსიქოლოგიურადაც ეხმარება და ფიზიკურადაც.
ცნობილი ფსიქოლოგის, ლუიზა ჰეის აზრით, სიცოცხლისთვის აუცილებელია დღეში 4-ჯერ ჩახუტება, რვა ჩახუტება სიცოცხლისუნარიანობისა და შრომისუნარიანობის მომატებას უწყობს ხელს, ზრდისა და განვითარებისთვის კი - 12 ჩახუტება ყოფილა სჭირო.
მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ქიმიური პრეპარატის, ენდორფინის შესწავლა დაიწყეს. ენდორფინები მორფინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც ხსნის ტკივილს და ეიფორიის განცდას იწვევს. კვლევები ადასტურებს, რომ ტვინის მიერ გამომუშავებული ეს ბუნებრივი "ნარკოტიკები" ხვევნისა და ჩახუტრებისას მატულობს.
ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ადამიანს სხვა ცოცხალ არსებასთან კონტაქტი არ ჰყოფნის. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ახლობელი ადამიანი იქნება, უცნობი თუ უბრალოდ, კატა. ასეთი ასექსუალური კონტაქტის არარსებობა ადამიანს სიხარულის განცდას უქრობს, ისიც თავის ნაჭუჭში იკეტება, სიახლოვის შეგრძნებას კარგავს და რეალობას სცილდება.
არსებობს ტვინის ზონა, რომელიც აქტიურად მუშაობს ადამიანის კანთან შეხების საპასუხოდ. თუ ბავშვს არასაკმარისად ეფერებიან, ტვინის ეს ნაწილი ატროფირდება და მისი იმუნური სისტემა ზარალდება.
7 წლამდე ბავშვი, რომელსაც მოფერება და ჩახუტება აკლია, სხვისი შეყვარების უნარსაც ვერ გამოიმუშავებს. ასეთებისგან იზრდებიან ფსიქოპათები, სოციოპათები და ისეთი ადამიანები, რომლებიც ანტისაზოგადოებრივი ქმედებისკენ არიან მიდრეკილნი.
საზოგადოება, სადაც ადამიანები ნაკლებად ეხვევიან ერთმანეთს, აგრესიული ხდება.
ნეიროფსიქოლოგის, ჯეიმს უილიამ პრისკოტის კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც ხელში არ აჰყავდათ, ხშირად ხდებიან მკვლელები. ჩახუტებას სიხარული და ფსიქოლოგიური შვება მოაქვთ არა მარტო მათთვის, ვისაც ეხუტებიან, არამედ მათთვისაც, ვინც ეხუტება.
- ხვევნა აძლიერებს იმუნურ სისტემას
- სტიმულს აძლევს ცენტრალურ ნერვულს სისტემას,
- აუმჯობესებს ძილს
- მატებს ძალას
- აახალგაზრდავებს
- ხსნის სტრესს
- ზრდის ოქსიტოცინის დონეს - ჰორმონს, რომელიც დეპრესიას ხსნის, აქვეითებს სისხლის წნევას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
- მაღლა სწევს ჰემოგლობინს, აკაჟებს მთელ ორგანიზმს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს
- ზრდის თვითშეფასებას
- მოაქვს დადებითი ემოციები
- ათავისუფლებს შიშებისგან, დეპრესიისა და მარტოობის განცდისგან.