"ვუყურებდი, როგორ კვდებოდა... ხალხთან ექიმი ვერ მიდის... შველას ითხოვ და არ არის იმიტომ, რომ რიგში მერამდენე ხარ, კაცმა არ იცის…" - მშობლები

"ვუყურებდი, როგორ კვდებოდა... ხალხთან ექიმი ვერ მიდის... შველას ითხოვ და არ არის იმიტომ, რომ რიგში მერამდენე ხარ, კაცმა არ იცის…"

2021-08-10 05:56:42+04:00

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი დედის ავადმყოფობის შესახებ წერს, რომელმაც ურთულეს მდგომარეობაშიც კი სამედიცინო დახმარება დროულად ვერ მიიღო სასწრაფო დახმარების გადატვირთული რეჟიმის გამო.

"ახლა შემიძლია წერა.

დღეს მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა ჩემთვის.

დედაჩემს დაეწყო თირკმელის შეტევა. სიცხე ავარდა 40-ზე და ვერ ვაკავებდით, ისე ხტოდა და სიცხესაც ვერაფერს ვშველიდი.

გაშავდა, გასივდა და კითხვებზე არასწორი პასუხები გამცა.

მანდ უკვე დავინახე, რომ მორჩა ყველაფერი, ვუყურებდი, როგორ კვდებოდა.

სასწრაფოს ზუსტად 4 საათი და 25 წუთი ველოდე.

არ ვიცოდი, კოვიდი იყო თუ რას ჰქონდა ესეთი კრიზი.

ყველა ტიროდა ჩემ გარდა. მე უბრალოდ აზროვნების უნარი დავკარგე და ტირილი რა იყო, არ ვიცოდი.

გამოვიყვანე მდგომარეობიდან, მაგრამ როგორ, ბუნდოვნად მახსოვს.

სასწაფოს ვეხვეწებოდი, უგონოა და დამეხმარეთთქო და არ გვყავს თავისუფალი მანქანაო. ვერც გავბრაზდი იმიტომ, რომ იმ ხალხსაც ჰყავს შვილები და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ ექიმებს.

ანუ დღეს ჩავხედე იმ რეალობას თვალებში, რომელიც გვჭირს.

ხალხთან ექიმი ვერ მიდის.

მძიმე რეალობაა.

გაუფრთხილდით ოჯახის წევრებს, საკუთარ თავებს.

დაიცავით რეგულაციები ზედმეტად ზედმიწევნით.

დამიჯერეთ, ძალიან რთულია, შველას რომ ითხოვ და შველა არ არის იმიტომ, რომ რიგში მერამდენე ხარ, კაცმა არ იცის…" - წერს მაია კაჭკაჭიშვილი.