დამსხვრეული მანქანები, ცილისწამება, დახარჯული საკრედიტო ბარათები - როგორ გაუსწორეს ანგარიში ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ყოფილ შეყვარებულებს - მშობლები

დამსხვრეული მანქანები, ცილისწამება, დახარჯული საკრედიტო ბარათები - როგორ გაუსწორეს ანგარიში ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ყოფილ შეყვარებულებს

2021-08-11 08:16:49+04:00

ყველა ადამიანს არ შეუძლია, წარსული წყენის მშვიდად დავიწყება და ამიტომ, ურთიერთობის დასრულების შემდეგ შურისძიებაზე ფიქრს იწყებს. ზოგი ამით წყენის შემსუბუქებას ცდილობს, ხოლო ზოგი გასართობად აკეთებს. იმ ადამიანთან დაშორება, რომელიც ოდესღაც ძალიან ძვირფასი იყო, მტკივნეულია. ბევრს ამ სიტუაციიდან გათავისუფლება დიდი ხნის მერეც არ შეუძლია. წარმოგიდგენთ ცნობილ წყვილებს, რომლებმაც დაშორების შემდეგ გამოწვეულ ტკივილს საშინელი შურისძიებით უპასუხეს.

დენიელ კრეიგი და საცუკი მიტჩელი

mshoblebi

დენიელ კრეიგი და საცუკი მიტჩელი ერთმანეთს 5 წელი ხვდებოდნენ, სამაგალითო წყვილად ითვლებოდნენ და დაქორწინებასაც აპირებდნენ. თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მიტჩელთან დალაპარაკების გარეშე, კაცი რეიჩელ ვაისთან წავიდა. როგორც ამბობდნენ, ის ყოფილი შეყვარებულის აღარც ზარებს პასუხობდა და არც ესემესებს, ბოლოს კი ნომერი საერთოდ შეცვალა. პასუხად ქალმა ასეთი რამ მოიფიქრა. მან დენიელ კრეიგის ყველა საკრედიტო ბარათის პაროლი იცოდა და ისე, რომ მისთვის არაფერი უთქვამს, მილიონი დოლარი დახარჯა. დენიელმა ფული ვერ დაიბრუნა, მაგრამ შურისმაძიებელ პატარძალს რომ დაშორდა, ალბათ არც ნანობდა.

კანიე უესტი და ემბერ როუზი

mshoblebi

ხშირად ყოფილი შეყვარებულები ერთმანეთს საჯაროდ აყენებენ შეურაცხყოფას და არ ერიდებიან პირადი დეტალების გასაჯაროებას, მათ შორის სექსუალური ცხოვრებიდანაც. ასე მოხდა კანიე უესტთან და ემბერ როუზთან, რომლებსაც დაშორების შემდეგ დიდი ხანი ურთიერთობა კვლავ ჰქონდათ. ერთ-ერთ ინტერვიუში რეპერმა თქვა, რომ კიმ კარდაშიანთან პირველად რომ წვებოდა, ორმოცჯერ მიიღო შხაპი, რომ როუზის კვალი მოეშორებინა. საპასუხოდ მოდელმაც თქვა, რომ კანიე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყო, რაზეც რეპერმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ეს სიტყვები უარყო.

ქლოი კარდაშიანი და ლამარ ოდომი

mshoblebi

ქლოი ბევრი წლის განმავლობაში ითმენდა ლამარისაგან ღალატს, ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებასა და გულგრილ მოპყრობას. მას შემდეგ, რაც სპორტსმენი ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად კომაში ჩავარდა, ქალს შეჰპირდა, რომ ამ ნივთიერებებს საერთოდ აღარ გაეკარებოდა. თუმცა, კარდაშიანმა გადაწყვიტა, საქმე ბოლომდე მიეყვანა და ქმარს გაშორებოდა. ამის შემდეგ კი ლამარმა ქალს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე დაარტყა. იდი ხანია ვრცელდება ჭორები, რომ ქლოი კარდაშიანების ნამდვილი და არ არის. განქორწინების შემდეგ კი ოდომმა ცეცხლს ნავთი დაამატა. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუსას, ის ირწმუნებოდა, თითქოს ყოფილმა ცოლმა უთხრა, რომ მისი მამა რობერტ კარდაშიანი კი არა, ალექს როლდანია. გარდა ამისა, კაცი ამბობდა, რომ ალექსის ოჯახმა ქლოის 30 მილიონი დოლარი გადაუხადა, რომ მამის ვინაობა არ გაემხილა. დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ ქლოი ნამდვილად რობერტის შვილი იყო. თუმცა, ლამარის მოგონილმა ისტორიამ მაინც დატოვა კვალი.

ქეითლინ ჯენერი და კრის ჯენერი

mshoblebi

არავისთვისაა დამალული, რომ ქეითლინ ჯენერმა, რომელიც ერთ დროს ბრუს ჯენერი იყო, თავის წიგნში "ჩემი ცხოვრების საიდუმლო" ყოფილი ცოლის ყველა საიდუმლოზე ისაუბრა. ქეითლინი ყვებოდა, რომ კრის ჯენერმა სხვაზე გაცვალა, შემდეგ კი ფინანსებზე წვდომაც შეუწყვიტა. კრისი კი აღნიშნავდა, რომ მას უფრო რეალითი შოუს რეიტინგი აინტერესებდა, ვიდრე უფროსი გოგონების სკოლის მიღწევები. თუმცა, ოჯახში ყველა ბრალდება უარყვეს, კიმ კარდაშიანმა ისიც თქვა, რომ მამინაცვალთან არანაირი ურთიერთობა არ სურდა.

ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი

mshoblebi

მას შემდეგ, რაც ტეილორმა კელვინი მიატოვა, ბიჭი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოდიოდა გონს. ამბობდნენ, რომ ხელის თხოვნას აპირებდა, ამიტომაც იყო განსაკუთრებულად მოულოდნელი ამ ურთიერთობის დასრულება. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ მიუხედავად იმისა, ტეილორი და ის შეთანხმდნენ, დაშორების შემდეგაც გაეგრძელებინათ თანამშრომლობა, ეს აზრი წარმატებულად აღარ ეჩვენებოდა. სვიფტმა ამის შესახებ რომ გაიგო, შურისძიება გადაწყვიტა. დაწერა მუსიკა და გამოიყენა სიტყვები ტრეკიდან This Is What You Came For, რომელიც ჰარისის ბოლო ალბომში შედიოდა. დიჯეიმ განაცხადა, რომ საშინლად იმედგაცრუებული იყო ტეილორის საქციელით.

ნიკი მინაჟი და საფარი სემიუელსი

mshoblebi

თუ გგონიათ, რომ ძვირად ღირებულ მანქანებს ბეისბოლის ჯოხით მხოლოდ ფილმებში ანადგურებენ, ძალიან ცდებით. როდესაც ნიკი მინაჟი და საფარი სემიუელსი დაშორდნენ, ქალმა წყენა ვერ შეიკავა და ყოფილი შეყვარებულის მერსედესი დალეწა. თუმცა, ამბავი აქ არ დასრულებულა. ნიკიმ ჩაწერა ალბომი, სადაც რამდენიმე სიმღერით ჰყვებოდა, რა საშინელი ადამიანია საფარი. ვინ რომელი მიატოვა, ალბათ მიხვდებით.

"არ მინდოდა მისი საჯაროდ დამცირება. შემეძლო, მომეყოლა მილიონი ისტორია, რომლითაც ხალხი მას სულ სხვა კუთხით გაიცნობდა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან სიბინძურე და ბოროტებაა", - თქვა საფარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა, ნიკი აშკარად არ არის ისეთი ქალი, რომლის გაბრაზებაც ღირს.

ტაიგა და კაილი ჯენერი

mshoblebi

კარდაშიანებისა და ჯენერების ცხოვრება უამრავი ჭორისა და დაფარული ამბის გარეშე არასრულყოფილი იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ხსნიან გოგონები ყოფილი ქმრებისა თუ შეყვარებულების მიერ გავრცელებულ ამბებს, მაგრამ, ფაქტია, რომ ამით კიდევ უფრო პოპულარულები ხდებიან. მას შემდეგ, რაც კაილი ჯენერმა ტაიგა მიატოვა, რეპერის სიამაყე შეილახა. თავდაპირველად, ერთ-ერთ რადიოსადგურში განაცხადა, რომ კაილი მას მუსიკალურ ინდუსტრიაში სერიოზულად არ აღიქვამდა. მოგვიანებით კი, როდესაც გაიგო, რომ მისი ყოფილი შეყვარებული ორსულად იყო, რეგულარულად ცდილობდა აღენიშნა, რომ სინამდვილეში ბავშვი მისი იყო და არა ტრევის სკოტის. ჯენერმა დნმ-ის ანალიზიც კი გააკეთა, რომ სიმართლე დაემტკიცებინა. თავად ტაიგა ამბობდა, რომ ჭორი მთლიანად ჟურნალისტებმა ააგორეს და მას ამასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

რობ კარდაშიანი და რიტა ორა

mshoblebi

რიტა რობის მხოლოდ რამდენიმე თვე ხვდებოდა, მაგრამ ამ ურთიერთობაში დაუძლეველი სირთულეები იყო, რამაც მომღერალი აიძულა, ვარსკვლავური ოჯახის წევრი მიეტოვებინა. რობმა ეს საქციელი ვერ აიტანა და ტვიტერზე დაწერა, რომ ორას კიდევ 20 კაცთან ჰქონდა ურთიერთობა. ქალს კი ურჩია, საკუთარი თავისთვის პატივი ეცა. გარკვეული დროის შემდეგ, ბიჭმა აღიარა, რომ გაბრაზებულმა ტყუილი თქვა და ამ საქციელს ნანობდა.

რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი

mshoblebi

ამბავმა, რომ კრისტენმა რობერტი რეჟისორ რუპერტ სანდერსზე გაცვალა, 2012 წელს მთელი მსოფლიოს მედია ააფეთქა. პატინსონს საჯარო განხილვები და საუბარი არ დაუწყია, ჩუმად დაშორდა თავის ორგულ შეყვარებულს და დიდი ხნის განმავლობაში არც სხვა გოგონებს უშვებდა თავის ცხოვრებაში. თუმცა, მოგვიანებით მსახიობმა კრისტენზე რაღაც უსიამოვნო თქვა. მან აღნიშნა, რომ ქალი იმ დროსაც ღალატობდა, როცა ისინი ერთად იყვნენ. ამის შემდეგ სტიუარტს ყოფილი შეყვარებულის თაყვანისმცემლების მთელი არმია დაესხა თავს. თუმცა, ეს პატარა დეტალი რობერტს წყენის დავიწყებაში დაეხმარა.

ავრილ ლავინი და დერიკ უიბლი

mshoblebi

დერიკი და ავრილი ამაყობდნენ, რომ განქორწინების შემდეგ მეგობრებად დარჩენა შეძლეს. თუმცა, რაღაც მომენტში სიტუაცია შეიცვალა. განქორწინებიდან ორი წლის შემდეგ მომღერალმა გადაწყვიტა, ყოფილი ცოლისთვის დაშორების მიზეზი შეეხსენებინა. ჰელოუინის წვეულებაზე Nickelback-ის სოლისტთან ერთად ყოფილი ცოლის მსგავსად ჩაცმული მივიდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი ყვიროდა და უამრავ ცუდ სიტყვას ამბობდა მასზე. ავრილმა ტვიტერზე დასცინა და თქვა, რომ უიბლის მხოლოდ კანადაში იცნობდნენ, სხვაგან არსად.