ორსულს კორონავირუსის გართულებისგან ნაყოფი დაეღუპა - ქალის მძიმე მდგომარეობის გამო ექიმები სა­კე­ის­რო კვე­თას ვერ რისკავენ - მშობლები

ორსულს კორონავირუსის გართულებისგან ნაყოფი დაეღუპა - ქალის მძიმე მდგომარეობის გამო ექიმები სა­კე­ის­რო კვე­თას ვერ რისკავენ

2021-08-12 08:30:43+04:00

31 წლის ორ­სულს კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბის გამო ნა­ყო­ფი და­ე­ღუ­პა. შვი­დი თვის ორ­სუ­ლი ბა­თუ­მი­დან კლი­ნი­კა "ბო­მონდში" ორი დღის წინ შე­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც მისი მე­უღ­ლე აცხა­დებს, ბა­თუმ­ში ად­გი­ლის არარ­სე­ბო­ბის გამო ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და ნა­ყო­ფი და­ი­ღუ­პა.

ორ­სულს სა­კე­ის­რო კვე­თა ამ დრომ­დე ვერ უტარ­დე­ბა, რადგან მდგომარეობა მძიმეა და ვერც თბი­ლის­ში გა­დაჰ­ყავთ. რო­გორც კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, პა­ცი­ენ­ტი მგზავ­რო­ბას ვერ გა­უძ­ლებს. ამას­თან აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე დღეს კონ­სი­ლი­უ­მი შე­იკ­რი­ბე­ბა. ექიმების თქმით, ქალს რაიმე თანმხლები დაავადება არ აღენიშნებოდა და სტაბილურ პაციენტად ითვლებოდა, თუმცა მდგომარეობა ერთბაშად დამძიმდა, რასაც ნაყოფის დაღუპვა მოჰყვა.