"24 და 25 კვირა! როგორ შევძელი ასეთი ღიპუცას დამალვა?" - ფეხმძიმე ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოსესია - მშობლები

"24 და 25 კვირა! როგორ შევძელი ასეთი ღიპუცას დამალვა?" - ფეხმძიმე ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოსესია

2021-08-15 14:22:33+04:00

მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე მე­ო­რე შვი­ლის დედა ხდე­ბა. ბავ­შვის სქე­სი მან "ფორ­მუ­ლას" გა­და­ცე­მა "ქა­ლე­ბის" ეთერ­ში გა­ი­გო - მას პირველი ვაჟის შემდეგ, ამჯერად გო­გო­ნა ეყო­ლე­ბა.

"არა­სო­დეს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი Gender Reveal Party გვექ­ნე­ბო­და, მე და ჩემ სიყ­ვა­რუ­ლებს! მად­ლო­ბა, ყვე­ლას, ვინც ჩემი გუ­ლი­თა­დი სა­ი­დუმ­ლო უთ­ქმე­ლად ატა­რა, მა­თაც, ვინც უთ­ქმე­ლად ვერ ატა­რა, მა­თაც ვინც და­ი­ჯე­რა, ან არ და­ი­ჯე­რა, მინ­დო­და, მხო­ლოდ დიდი მუც­ლით და­მე­ა­ნონ­სე­ბი­ნა ეს სი­ახ­ლე…

მად­ლო­ბა, ჩემს სიყ­ვა­რულს, ამ­ხე­ლა ძა­ლის­თვის და ჩემი თვითრწმე­ნის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გაზ­რდის­თვის, და­ფა­სე­ბი­სა და მოფრ­თხი­ლე­ბი­სათ­ვის... მად­ლო­ბა, "ქა­ლებს", ამ გა­და­ცე­მამ, ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი, სრულ სი­ცილ-ხარ­ხარ­ში გა­და­მა­ტა­ნი­ნა… ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და შვი­ლი, რო­მელ­მაც სტი­მუ­ლი მომ­ცა, დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი კი­დევ ერთ პტა­რა­ზე… მად­ლო­ბა, სრუ­ლი­ად უცხო გა­მომ­წე­რებს, ასე რომ მგულ­შე­მატ­კივ­რობთ უან­გა­როდ და უპი­რო­ბოდ. გო­გოს დე­დო­ბა მხვდა წი­ლად, ამ­ჯე­რად, უდი­დე­სი პა­ტი­ვია და დრო­უ­ლი! მად­ლო­ბა სამ­ყა­როს ამ სა­ჩუქ­რე­ბის­თვის…." - დაწერა ალექსანდრამ ინსტაგრამზე და სქესის გაგების ცერემონიის ფოტოებიც გამოაქვეყნა.

mshoblebi

ამჯერად კი ალექსანდრამ 24 და 25-ე კვირის ორსულობის ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დამალა მუცელი ამდენი ხნის განმავლობაში, სანამ მეორე ორსულობის შესახებ ამცნობდა საზოგადოებას.

"24 და 25 კვირა! როგორ შევძელი ასეთი ღიპუცას დამალვა?

ერთი მიზეზია, და გავშლი…

ასანკა და სრულიად გამართული, გაჭიმული სიარული. ეს ჩვევა დამეხმარა!!!

როცა სხეულის კორსეტი კუნთით, ვარჯიშისგან შეკრული და დაჭერილია, როცა ხერხემალი ჰაერშია აზიდული და “მძიმედ” არ მოძრაობ, როცა ნიკაპიც სათანადო სიმაღლეზეა და წინ იყურება, იოლია, არც წონა მოიმატო ამავე ზონებში, არც ღიპის კონტროლი დაკარგო, არც მხრებში მოიხარო და შეინარჩუნო სინარნარე….

მოკლედ ასანკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს…. "ასანკა" და თავდაჭერა კი, ქართულმა ცეკვამ და სამოდელო საქმიანობამ ჩამინერგა, პატარაობიდანვე! ჩემ გოგოსაც არ მოვაკლებ ამ სიამოვნებას, ადრე თუ თავაწეულს, ქედმაღალს და “გაჯგიმულს” მეძახდნენ, მხოლოდ ამის გამო, ვხედავ როგორც მადგება ყველაფერში, მხრებგაშლილი და წელში გამართული ადამიანი, უკვე თავისთავად გამოასხივებს თავისებურ იმპულსს, რომელიც სხვებს მხოლოდ მისი პატივისცემისკენ გვიბიძგებს, მიკრო და ქვეცნობიერ დონეზე… გაიმართეთ, თავი მაღლა და ზურგის კუნთები მუდამ განვითარებული გქონდეთ, რაიცით როდის მოუწევს რამდენიმე კგ სიხარულის ტარება ცოტახნით თქვენს სხეულს".

mshoblebi

როგორც ალექსანდრამ ცოტა ხნის წინ აღიარა, მისი მეორე შვილის მამა მისი რჩეულია, რომელიც მასზე 20 წლით არის უფროსი.

mshoblebi
ალექსანდრა შვილთან ერთად