სალომე ღვინიაშვილსა და მის მეუღლეს ზურა ხიზანიშვილს კოვიდი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს კოვიდის დადასტურებიდან მე-10 დღეა!
გავდივართ ბოლოში.
ვირუსი მარტივად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც მთავარია, რაზეც ძალიან ვღელავდით მეც და ზურაც, არც ერთ ჩვენ მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ კოვიდამდე მთელი დღე, არავის გადაედო.
ორივე აცრილები ვართ!
ვფიქრობ ამან განაპირობა, რომ ეს გზა მარტივად გავიარეთ და სხვა არ დავაინფიცირეთ!
ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა, ადამიანები სიკვდილს ებრძვიან. ყოველ დღე უამრავი ადამიანის გარდაცვალებას ვიგებთ.
მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, აიცერით თქვენი და თქვენი გარშემო მყოფების გადასარჩენად!
ეს არის ერთადერთი გამოსავალი რომ გადავრჩეთ!
#აცრაგვიცავს
#აიცერი"